პროგრამები

Fortnite-ზე დიდი შეფერხებაა!

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშზე დიდი შეფერხებაა, მომხმარებლები აპლიკაციაში შესვლის მხოლოდ “შავ ხვრელს” ხედავენ. აღნიშნული ფაქტი კვირას საღამოს მოხდა, Gamer-ების განცხადებით, წინასწარ გათვლილია ყველაფერი როგორც მეათე სეზონის დასასრული, ხოლო მეთერთმეტე სეზონის დაწყებას, Gamer-ები დაუყოვნებლივ ელოდებოდნენ, თუმცა, ამ მოვლენიდან 13 საათის შემდეგაც, Fortnite ისევ პარალიზებულია.

მეტის ნახვა...

ამიერიდან iTunes-ის Desktop ვერსია სამ ნაწილად გაიყოფა

კომპანია Apple-ის Desktop ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია – macOS 10.15 Catalina უკვე ხელმისაწვდომია. ამიერიდან Apple უარს ამბობს iTunes პროგრამაზე, რომელიც 2001 წლიდან ძალზედ პოპულარული იყო. ახალი ვერსიით Apple-მა iTunes-ის აპლიკაციის ვერსია 3 განსხვავებული სქემით დაჰყო: მუსიკა, TV-ი და პოდკასტები. კიდევ ერთ სიახლეს ახალ ვერსიაში თამაშების სერვისის მხარდამჭერი Apple Arcade წარმოადგენს. ასევე გეტყვით, რომ 2019 [...]

მეტის ნახვა...

Instagram-ს მალე ახალი ფუნქცია შეემატება!

სულ რამდენიმე საათის წინ, Twitter-ის სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Instagram-ი „სთორების“ კონკრეტული ჯგუფისთვის გაზიარების ფუნქციას ტესტავს! ეს ყველაფერი სურვილის მიხედვით ხდება. გამოქვეყნებული „სთორების“ ნახვას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებსაც თქვენ “ახლო მეგობრებად” მონიშნავთ.

მეტის ნახვა...

Apple Pay უკვე საქართველოშია!

სულ რამოდენიმე საათის წინ, Apple Pay საქართველოში ოფიციალურათ ამოქმედდა! რა არის Apple Pay Apple Pay მობილური მოწყობილობებით გადახდისას, უკონტაქტო NFC ტექნოლოგიას იყენებს, მისი მხარდაჭერა ყველა იმ მაღაზიას თუ სალაროს აქვს, რომელიც უკვე იღებს უკონტაქტო გადახდებს შესაბამისი ბარათებით, სტიკერებით და სხვა მსგავსი ფუნქციებით სარგებლობენ. აღნიშნული სერვისის გამოსაყენებლად ჩამოტვირთეთ Apple Pay-ს [...]

მეტის ნახვა...

Chrome-ში ამიერიდან ვიდეოს თუ აუდიოს დაპაუზებას ფანჯრის ჩაკეცვის გარეშე შეძლებთ

Chrome-ის დეველოპერები მუშაობენ ბრაუზერის tool bar-ისთვის Play/Pause ღილაკის დამატებას. ეს ფუნქცია საშუალებას მისცემს მომხმარებელს დააპაუზოს, ან ჩართოს ბრაუზერში ჩართული ესა თუ ის ვიდეო, თუ აუდიო ფაილი, მიუხედავად იმისა, რომელი ფანჯარაშია ის გახსნილი. ახალ ფუნქციას Global Media Controls (GMC) ჰქვია და ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი გახდა სატესტო ვერსიის სახით. Chrome-ის აღნიშნული [...]

მეტის ნახვა...

პაკისტანის ერთ-ერთ მინისტრის სახეზე პირდაპირ ეთერში შემთხვევით კატის ფილტრი გააქტიურდა

პაკისტანის მთავრობის ოფიციალურ Facebook გვერდის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ მინისტრის სახეზე შემთხვევით კატის ფილტრი გააქტიურდა. მინისტრს ვარდისფერ ყურებიანი ფილტრი მთელი შეხვედრის განმავლობაში “ამშვენებდა”. ხარვეზის ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ჰეშთეგით #BandaBilliBanaHuaHai, რომლითაც Twitter-ზე სურათის სხვადასხვა, სახალისო სათაურების მქონე ვერსიები ვრცელდებოდა, საიტის Trending გვერდზეც კი მოხვდა.  პაკისტანის მთავრობამ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარს [...]

მეტის ნახვა...

მალე ბარაკ და მიშელ ობამები Spotify-სთან ითანამშრომლებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მის მეუღლესთან, მიშელ ობამასთან ერთად მუსიკალური პლატფორმა Spotify-სთვის პოსკასტების სერიას აწარმოებს. მუსიკალური სერვისის გიგანტთან მრავალწლიანი შეთანხმების გაფორმების შესახებ 6 ივნისს Higher Ground-მა გაავრცელა ინფორმაცია. ობამებმა Higher Ground-თან თანამშრომლობა 2018 წელს, Netflix-ისთვის დოკუმენტური ფილმების სერიის შექმნის მიზნით დაიწყეს. შეგახსენებთ რომ შვედური კომპანიის მომხმარებლების რაოდენობამ მთლიანობაში (ფასიანი და უფასო გამომწერები) [...]

მეტის ნახვა...

Waze-ზე ახლა უკვე Google-ის ასისტენტიც ინტეგრირდა

2013 წელს Google-მა Waze-ი 1 მილიარდ დოლარად შეიძინა. მას შემდეგ პირველად აპლიკაციამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლება მიიღო, რაც ჭკვიან ხმოვან ასისტენტს გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, Waze-ში Google-ის ასისტენტის ინტეგრირება მომხმარებელს საშუალებას მისცემს მუსიკასა და პოდკასტებს მოუსმინოს, ასევე „ვირტუალურ მეგობარს“ სთხოვოს ინფორმაცია მიაწოდოს გზებზე არსებულ ვითარებაზე, ან იმ კონკრეტულ მარშრუტზე, რომლითაც გადაადგილებას გეგმავს. შეგახსენებთ რომ მანამდე Google-მა [...]

მეტის ნახვა...

Google Maps-ს სპიდომეტრი დაემატა!

Google Maps-ი ამეირიდან სიჩქარის კონტროლსაც შეძლებს! შესაბამისად, ამ ახალი ფუნქციის მეშვეობით ის თქვენი გადაადგილების სიჩქარეს გაზომავს და მეტიც, მოგცემთ ინფორმაციას სიჩქარის ლიმიტების შესახებ, იმ გზაზე, სადაც კონკრეტულ მომენტში იქნებით. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ფუნქცია მხოლოდ არგენტინაში, ავსტრალიაში, ბელგიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ჩეხეთში, ფინეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, პორტუგალიაში, შვედეთში, ტაივანში, [...]

მეტის ნახვა...

Microsoft Word-ის ხელოვნური ინტელექტი მალე ტექსტის დაწერაში დაგეხმარებათ

Microsoft Word-ს მალე ახალი ფუნქცია დაემატება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით ტექსტის კორექტირებაში დაგეხმარებათ. ახალი ფუნქციის მიზანი მხოლოდ გრამატიკული შეცდომების დაფიქსირება არ არის – ხელოვნური ინტელექტი პროგრამის მომხმარებლებს არამარტო სტილისტიკური შეცდომების სწორ ვერსიებს შესთავაზებს, არამედ უზრუნველყოფს, რომ ტექსტი გენდერის კუთხით ნეიტრალურ ენაზე იყოს დაწერილი. ნეიტრალურ გენდერის ენაში კი გულისხმობს, რომ გამოყენებულ სიტყვებში, [...]

მეტის ნახვა...

Google Chrome-ს Dark Mode რეჟიმი დაემატა!

სულ რამოდენიმე საათის წინ, Chrome-ის განახლება ჩაეშვა Windows-ის macOS-ის და Linux-ის მომხმარებლებისათვის სადაც ჩვენთვის ნაცნობი ფუნქცია “შავი თემა” დაემატა. შეგახსენებთ რომ ამ ფუნქციის გამოსაყენებლად თქვენი მოწყობილობები უნდა განაახლოთ Chrome 74-ის ვერსიამდე, რის შემდეგაც შეძლებთ ამ რეჟიმის გამოყენებას. სიახლის გამოცდა ამ დროისთვის მხოლოდ Windows-ის Mac-ის და Linux-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. Dark Mode რეჟიმი [...]

მეტის ნახვა...

TOP 5 აპლიკაცია რომელიც ყველას სჭირდება

ყველასთვის მნიშვნელოვანია სმარტფონში გვქონდეს საჭირო და გამოსადეგი აპლიკაცია რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს გამოგვადგეს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ Top 5 აპლიკაციას, რომელიც სმარტფონში აუცილებლად უნდა გქონდეთ. მაშ ასე დავიწყოთ: 1)Google Photo დიახ არ მოგესმათ, საუბარი მაქვს Google Photos-ზე, ზოგიერთმა თქვენგანმა საერთოდ არ იცის მისი არსებობის შესახებ, ან საერთოდაც ვერ სარგებლობს მისი [...]

მეტის ნახვა...

კვირის 20 საუკეთესო ფონური სურათი

როგორც იცით ჩვენ ყოველ კვირას გთავაზობთ თემატურ ფონებს თქვენი სმარტფონებისათვის,ამ კვირის სპეციფიკიდან გამომდინარე  გთავაზობთ თემატურ ფონურ სურათებს.

მეტის ნახვა...

Google Drive-ის ორგანიზებაში ამიერიდან ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ

ყველას გვქონია შემთხვევა როდესაც ვერ ვპოულობთ სასურველ ფაილს ჩვენს Google Drive ღრუბლოვან სისტემაში, ან ყველაფერი ერთმანეთში არეულია და არანაირი ქრონოლოგია არ გააჩნია. ასეთი შემთხვევები ბერვად მომატებული რიცხვოვნობით კომპანიების ღრუბლოვან ქსელში შეინიშნება, ვინაიდან ყველა თანამშრომელი საკუთარ ფაილს ინდივიდუალურად ტვირთავს. ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად Google-ის ინჟნრებმა Drive პლატფორმის მოწესრიგება ხელოვურ [...]

მეტის ნახვა...

Android P-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი მარტის შუარიცხვებში გამოვა

როგორც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, Android Oreo-ს, პირველი დეველოპერული ანაწყობი გასული წლის მარტში გახდა ხელმისაწვდომი, რითაც Google-მა ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღო მომხმარებლებისგან, იმის შესახებ თუ რა უნდა დაეხვეწა და თუნდაც რა უნდა მოეშორებინა ოფიციალურ წარდგენამდე. ინჟნრების დაუღალავი შრომისა და ბეტა ტესტერების დახმარებით ჩვენ დღეს Android Oreo-ს სიმშვენიერითა და სიტკბოთი [...]

მეტის ნახვა...

Instagram-მმა ვიდეო და ხმოვანი ზარების ტესტირება დაიწყო

Instagram-ი, ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი სოციალური ქსელია სადაც ყოველდღიურად მილიონობით ახალი სურათი/ვიდეო იდება და მსოფლიო მოსახლეობას ერთმანეთთან აკავშირებს. კულვარული წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ სოციალური სამყაროს გიგანტი, თავის ახალ მომსახურებებს ხმოვან და ვიდეო ზარების სერვისს ტესტავს. ამჟამად ინსტაგრამი ადამიანებს ე.წ Direct Messenger-ით აკავშირებს, მაგრამ, როგორც ჩანს ეს არაა საკმარისი ინსტაგრამის დეველოპერთა [...]

მეტის ნახვა...

Google-ის ღრუბლოვან სისტემას, ამიერიდან Dropbox-იც გამოიყენებს

როგორც ჩვენთვის ცნობილია, სულ რამოდენიმე დღის წინ კომპანია Apple-მა განაცხადა, რომ ის საკუთარი iCloud ღრუბლოვანი ქსელისათვის Google-ის სერვერებსა და ღრუბელს იყენებს. დღეს ცნობილი გახდა რომ ღრუბლოვანი სივრცის ერთ-ერთი პიონერი Dropbox, გამოიყენებს ტექ.გიგანტის სერვერებს საკუთარი მომხმარებლების ინფორმაციის განსათავსებლად. რას მოუტანს ეს მომხმარებლებს? არსებობს თუ არა ინფორმაციის დაკარგვის ან არასასურველი პირების ხელში [...]

მეტის ნახვა...

Messenger Lite: გამარტივებული კომუნიკაცია ძველი მოწყობილობებისათვის

სამწუხაროდ სოციალური მედიის გიგანტი Facebook ის კომპანიაა, რომელიც არანარიად არ უკეთებს ოპტიმიზაციას თავის Android აპლიკაციებს, როგორებიცაა Facebook და Messenger, ამის გამო ძალიან ბევრი მომხმარებელი იტანჯება გადავსებული ოპერატიული მეხსიერებითა და 2 საათში დამჯდარი სმარტფონით. საბედნიეროდ, Facebook-მა რამოდენიმე საათის წინ შემოგვთავაზა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით: Messenger Lite, რომელიც თავის თავში ყველა ზემოხსენებულ [...]

მეტის ნახვა...

Google app-მა ახალი მალსახმობები დაიმატა

Google-მა, ბოლო დროს აქტიურად დაიწყო საკუთრი Google Now სიახლეების გვერდის დახვეწა, განახლება და უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაციით ავსება. ერთ-ერთი ასეთი განახლება, მალსახმობების დამატებას შეეხება. მაგალითად თქვენ მოძებნეთ უახლოესი რესტორანი, Google შემოგთავაზებთ მალსახმობის დამატებას ე.წ სახლის ეკრანზე, რათა შემდგომში პირდაპირ მოახდინოთ ლავირება ძიების შედეგებში, ზედმეტი ბეჭდვისა და საუბრის გარეშე. (როგორც [...]

მეტის ნახვა...

Android Messages v2.5: იგივე რაც iMessage?

ჩვენთვის, ანდროიდ ოპერაციული სისტემების მომხმარებლებისათვის, გუგლის წარმოების მოკლეტექსტური შეტყობინების აპლიკაცია, ძალზედ საყვარელია, ვინაიდან მისი დახვეწილი და ინტუიტიური სამომხმარებლო ინტერფეისი მას მარტივად გამოყენებადს ხდის. სამწუხაროდ ეს სიმარტივე, მის ფუნქციონალიზმეც აისახება, მას მხოლოდ SMS და MMS ფორმატის შეტყობინებების გაგზავნა შეუძლია. საბედნიეროდ დღეიდან ეს ასე აღარ იქნება, გუგლის მოკლეტექსტური შეტყობინებათა აპლიკაცია დაიტვირთება [...]

მეტის ნახვა...

როგორ ჩავრთოთ სურათი სურათში მომსახურება Android Oreo ოპერაციულ სისტემაზე

Android Oreo-ს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ფუნქცია სწორედაც რომ სურათი სურათში მომსახურებაა, რომელიც თავის თავში შემდგომს მოიცავს: როდესაც თქვენ უყურებთ ვიდეოს YouTube-ში ან იმ აპლიკაციაში, რომელსაც სურათი სურათში მხარდაჭერა აქვს და ამ დროს აჭერთ სახლში დაბრუნების ღილაკს, ვიდეო მოტივტივე ფანჯარაში გადაინაცვლებს, რომლის გადაადგილებაც სასურველ ადგილას შეგეძლებათ. სამწუხაროდ YouTube ამ მომსახურებას, მხოლოდ [...]

მეტის ნახვა...

Instagram-ის ვებგვერდ ვერსია კიდევ უფრო მოსახერხებელია

Instagram ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი სოციალური ქსელია, რომელსაც ყოველდღე ვიყენებთ სახალისო პოსტების გასაზიარებლად ან სახალისო ვიდეოების სანახავად რომელსაც ჩვენი დღის ნახევარი მიაქვს. სამწუხაროდ სამსახურების უმრავლესობაში, თანამშრომლებს არ აქვთ სმარტფონის გამოყენების უფლება და მხოლოდ საოფისე კომპიუტერით სარგებლობა შეუძლიათ. დამეთანხმებით Instagram-ის ვებსაიტი ძალზედ მშრალი და უინფორმაციოა, მისგან სიამოვნების მიღება კი პრაქტიკულად შეუძლებელია. [...]

მეტის ნახვა...

Samsung TouchWiz Home:მეტი ფუნქციონალურობა

როგორც ყველასათვის ცნობილია, Samsung-ი თავის სმარტფონებში Android ოპერაციულ სისტემას იყენებს, რომელსაც თავისი სამომხმარებლო ინტერფეისით გარდაქმნის და ბევრს სასარგებლო ფუნქციასაც ამატებს. ადრე მას TouchWiz ერქვა, მაგრამ იგი ამჯერად Samsung Experience-ის სახელითაა ცნობილი. ბოლო განახლებით მას საკმაოდ კარგი ფუნქცია, საწყის ეკრანზე თითის ჩამოსმით შეტყობინებების პანელის გამოძახევა შეუძლია. Samsung TouchWiz Home launcher-ზე აქამდე [...]

მეტის ნახვა...

მოდიფიცირებული Pixel Launcher ყველასათვის

როგორც თქვენთვის უკვე კარგადაა ცნობილი, Google-მა რამოდენიმე დღის წინ თავისი ახალი ოპერაციული სისტემა Android 8.0 ორეო, ოფიციალურად გახადა ხელმისაწვდომი. გარდა, უამრავი სისტემური გაუმჯობესებისა, ცვლილებები ოპერაციული სისტემის ვიზუალურ მხარესაც შეეხო, კერძოდ ერთ-ერთი აპლიკაცია რომელიც განახლდა Pixel Launcher-ი იყო. სამწუხაროდ ახალი ლაუნჩერი, მხოლოდ 64bit-იან მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი, მაგრამ რა დააშავეს 32bit-იანი მოწყობილობების [...]

მეტის ნახვა...

[ვიდეო] როგორ ვისარგებლოთ Google-ით ქართულ ენაზე?

რამოდენიმე საათის წინ გამოვაქვეყნეთ სიახლე, სადაც მოგიყევით, რომ Google-მა თავის ხმოვან ამომცნობ სისტემას ქართული ენა დაამატა. ძალიან ბევრი ადამიანი გვწერდა, თუ როგორ უნდა გავააქტიუროთ ქართული ენა Google-ში, რის კვალობითაც გვინდა შემოგთავაზოთ ვიდეო!  

მეტის ნახვა...