აპლიკაციები

Instagram-მა პლასტიკური ოპერაციის თემატიკის ფილტრები წაშალა!

Instagram-მა პლასტიკური ქირურგიის თემატიკის ფილტრები აკრძალა! მათი განცხადებით აღნიშნული ფილტრები მნიშვნელოვან სტრესს ჰქმნის მოზარდებში, რადგან ისინი საკუთარი გარეგნობის მიმართ უფრო კრიტიკულები ხდებიან. ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო კი ახალი ფილტრები კომპანია Instagram-მა უკვე წაშალა!

მეტის ნახვა...

Fortnite-ზე დიდი შეფერხებაა!

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშზე დიდი შეფერხებაა, მომხმარებლები აპლიკაციაში შესვლის მხოლოდ “შავ ხვრელს” ხედავენ. აღნიშნული ფაქტი კვირას საღამოს მოხდა, Gamer-ების განცხადებით, წინასწარ გათვლილია ყველაფერი როგორც მეათე სეზონის დასასრული, ხოლო მეთერთმეტე სეზონის დაწყებას, Gamer-ები დაუყოვნებლივ ელოდებოდნენ, თუმცა, ამ მოვლენიდან 13 საათის შემდეგაც, Fortnite ისევ პარალიზებულია.

მეტის ნახვა...

Call of Duty: Mobile ყველა რეკორდს ხსნის!

1 ოქტომბერს ცნობილი თამაში Call of Duty ოფიციალურად ჩაეშვა Android და iOS მოწყობილობების ოფიციალურ მარკეტებში! ოფიციალური ჩამოტვირთების რაოდენობამ კი 10 მილიონს გადააჭარბა რაც ყველა დროის რეიტინგების რეკორდული მაჩვენებელია.  შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თამაში ჩინეთში ჯერ კიდევ არაა ხელმისაწვდომი. თამაშის 55.7 პროცენტი  კი iOS სისტემის მომხმარებლებმა შეადგინეს.

მეტის ნახვა...

Googel Pixel 4 ავტოავარიისას ავტომატურად დარეკავს 911-ზე!

კომპანია Google-ი მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც ავტოავარიის დროს ავტომატურად საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკავს! აქსელერომეტრის და მიკროფონის მეშვეობით Google Pixel 4-ზე ავტოავარიისას სპეციალური აუდიოსიგნალი ჩაირთვება და თუ მომხმარებელი მას არ გათიშავს, აპლიკაცია ავტომატურად 911-ზე დარეკავს და საგანგებო სიტუაციების სამსახურს მომხდარის შესახებ აცნობებს და გადაუგზავნის ადგილმდებარეობას. რამდენიმე თვის მანძილზე აპლიკაცია მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი. აპლიკაციის [...]

მეტის ნახვა...

Google Maps-მა პოლიციას 22 წლის წინ დაკარგული მამაკაცის ნეშტი აპოვნინა!

ფლორიდაში 22 წლის წინ გაუჩინარებული ადგილობრივი მცხოვრების William Moldt-ის ნეშტი აღმოაჩინეს! საქმე იმაშია, რომ მოლდტის მანქანა Google Maps-ის ფოტოებზე შენიშნეს. ავტომანქანა ერთ-ერთი სახლის მახლობლად ტბაში იყო ჩაძირული. სახლის მფლობელმა კი პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა კი ავტომანქანაში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს.რამოდენიმე დღეში კი გაირკვა, რომ დაღუპული უილიამ მოლდტია. შეგახსენებეთ, რომ 40 წლის მოლდტი 1997 წლის 7 ნოემბერს, წვეულების შემდეგ [...]

მეტის ნახვა...

Google Play Store-ს Dark Mode რეჟიმი დაემატა!

სულ რამოდენიმე საათის წინ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე Android აპლიკაციების მარკეტ – Play store-ს ე.წ “შავი თემის” რეჟიმი დაემატა. აღნიშნული ფუნქცია თავდაპირველად მხოლოდ Android 10-ის მომხმარებლებისათვის გახდება ხელმისაწვდომი მომდევნო თვეების განმავლობაში კი შესაძლოა ახალი ფუნქცია ყველა Android ვერსიისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფუნქცია კომპანია Google-მა მის სხვა [...]

მეტის ნახვა...

სად და როდის ვუყუროთ Apple-ის სპეციალურ ღონისძიებას?

სულ რამოდენიმე საათი რჩება Apple-ის მთავარ ღონისძიებამდე სადაც კომპანია არაერთ სიახლეს წარმოგვიდეგენს. ალბათ ბევრს აინტერესებს თუ სად და როდის უყუროს კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებას. Apple-ის სპეციალური ღონისძიების ყურება შეგიძლიათ როგორც Apple-ის YouTube გვერდზე, ასევე მის ოფიციალურ ვებ გვერდზე. პირდაპირი ჩართვა დაიწყება 10 სექტემბერს, თბილისის დროით საღამოს 21:00 საათზე.

მეტის ნახვა...

YouTube-ი $170 მილიონით დაჯარიმდა!

აშშ-ის ფედერალურმა კომისიამ YouTube-ი $ 170 მილიონით დააჯარიმა! გავრცელებული ცნობით, ამის მიზეზი ვებ გვერდის მიერ ბავშვების უსაფრთხოების კანონების დარღვევაა. ვიდეო-სტრიმინგი მშობლების ნებართვის გარეშე 13-წლამდე ბავშვების პირადი მონაცემებს აგროვებდა, რის გამოც აშშ-ის 1998 წლის კანონს არღვევს. YouTube-ის მფლობელი კომპანია Google-ი ფედერალურ კომისიის ჯარიმას დათანხმდა და თანხის მთლიანად გადახდას აპირებს. კომპანიაში კი პირობა დადეს, რომ ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით ზომებებსაც [...]

მეტის ნახვა...

Facebook-ის გაცნობის ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია!

Facebook-ს გაცნობის ფუნქცია შეემატა. აღნიშნული სიახლე სოციალური ქსელის მომხმარებლებს Facebook-მა Twitter-ის სოციალურ ქსელში აცნობა. If you’re in the US and 18+, you can sign up for a Facebook Dating profile today and match with people who have similar interests – or use Secret Crush to match with people you already know on Facebook [...]

მეტის ნახვა...

Apple Pay უკვე საქართველოშია!

სულ რამოდენიმე საათის წინ, Apple Pay საქართველოში ოფიციალურათ ამოქმედდა! რა არის Apple Pay Apple Pay მობილური მოწყობილობებით გადახდისას, უკონტაქტო NFC ტექნოლოგიას იყენებს, მისი მხარდაჭერა ყველა იმ მაღაზიას თუ სალაროს აქვს, რომელიც უკვე იღებს უკონტაქტო გადახდებს შესაბამისი ბარათებით, სტიკერებით და სხვა მსგავსი ფუნქციებით სარგებლობენ. აღნიშნული სერვისის გამოსაყენებლად ჩამოტვირთეთ Apple Pay-ს [...]

მეტის ნახვა...

Facebook-ი მალე instagram-ის და Whatsapp-ის დიზაინს შეცვლის!

Facebook-ი საკუთარი აპლიკაციების, Instagram-ის და WhatApp-ის რებრენდინგს გეგმავს, რადგან ხაზი გაუსვას ფაქტს, რომ ამ კომპანიებს სწორედ Facebook-ი ფლობს.  “გვსურს, მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ Facebook-თან დაკავშირებული ონლაინ სერვისების ამოცნობა.” განაცხადა Facebook-მა რებრენდინგის გამო, სამომავლოდ აპლიკაციების სახელწოდება იქნება როგორც “Instagram from Facebook” და “WhatsApp from Facebook”. აღნიშვნა “from Facebook” (Facebook-ისგან) გამოჩნდება როგორც App Store-ში, ასევე [...]

მეტის ნახვა...

TikTok-ის მფლობელი კომპანია მალე სმარტფონს გამოუშვებს!

ცნობილი გასართობი აპლიკაციის TikTok-ის მფლობელმა კომპანიამ სმარტფონების შექმნა დააანონსა. ჩინური ფინანსური ჟურნალის Caijing-ის ინფორმაციით, კომპანია ByteDance-ი ახალი სმარტფონის შექმნაზე უკვე მეშვიდე თვეა მუშაობს, რაც შეეხება გამოსვლის თარიღს ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ TikTok-ი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური მედიის აპლიკაციაა, მას 500 მილიონი რეგულარული მომხმარებელი ჰყავს. ასევე გეტყვით, რომ გარდა TikTok-ისა, ByteDance-ი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ და საინფორმაციო აპლიკაციებსაც ფლობს, მათ შორისაა Lark-ი, Flipchat-ი და Toutiao.

მეტის ნახვა...

Instagram-ის მოწონებების რაოდენობის დამალვის ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია!

Instagram-მა მის პლატფორმაზე Like-ების რაოდენობის დამალვის ფუნქციის გამოცდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იაპონიასა და ავსტრალიაში დაიწყო. სიახლის მიზანია, მომხმარებლებს ჰქონდეთ არჩევანი, პლატფორმა აქციონ ფოტოალბომად, სადაც აქცენტი მოწონებების რაოდენობის მაგივრად განთავსებული კონტენტის შინაარსზე გაკეთდება. შეგახსნებთ, რომ ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, ფოტოსა თუ ვიდეოზე მოწონებების რაოდენობის ნახვას მხოლოდ პოსტის ავტორი შეძლებს. [...]

მეტის ნახვა...

აპლიკაცია რომელსაც ქალების გაშიშვლება შეუძლია პროექტის შემქმნელები ყიდიან!

აპლიკაცია DeepNude-ის ავტორებმა პროექტის გაყიდვის შესახებ განაცხადეს! აპლიკაციას ნეიროქსელის დახმარებით, ფოტოზე ნებისმიერი ქალის გაშიშვლება შეუძლია. პროექტის გაყიდვის საწყისი ფასი კი $30 ათასია.   Are you an investor? Check this amazing opportunity: the DeepNude auction: https://t.co/rA5e2FO36V— deepnudeapp (@deepnudeapp) July 19, 2019 შეგახსენებთ, რომ DeepNude-ი არის პროგრამა, რომელიც ქალების ფოტოების რედაქტირებას ახდენს. ნეიროქსელის [...]

მეტის ნახვა...

Apple-მა iPhone-ის ახალი ემოჯები წარადგინა

Emoji-ს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 ივლისს აღინიშნება, Apple-მა ახალი ემოჯები დააანონსა და რამდენიმე უკვე გამოუშვა, მათ შორის ეტლით მოსარგებლე, სმენადაქვეითებული და ხელჯოხით მოსიარულე. კომპანიის მიზანია უფრო უკეთ წარმოადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ემოჯების ახალი დიზაინი გასული წლის შემოდგომას შემუშავდა, მომხმარებლებს კი მათი გამოყენება ამ წლის ბოლომდე შეეძლებათ.  ახალ ემოჯებს [...]

მეტის ნახვა...

Apple-ის icloud სისტემა და Siri შეფერხებებით მუშაობს!

გავრცელებული ინფორმაციით, გიგანტი კომპანია Apple-ის iCloud სისტემას ხარვეზები აქვს და შესაბამისად მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი ვერ სარგებლობს მისით.Twitter-ის მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ გადახდებს ვერ ასრულებს და რომ ვერ ახერხებდნენ პლატფორმაზე შესვლას. Apple Pay, Documents, Find my Friends, Find My iPhone, Game Center, iCloud Sign In – ამ და სხვა საშუალებებს ვერ [...]

მეტის ნახვა...

Android სმარტფონების შეტყობინებები Windows 10-ზეც გამოჩნდება!

Microsoft-მა აპლიკაცია Your Phone-ი განაახლა. ამიერიდან Android სმარტფონზე შემოსული შეტყობინებები კომპიუტერზეც გამოჩნდება. აპლიკაციის ძირეული კონცეფცია არ შეცვლილა. სმარტფონისა და აპლიკაციის სინქრონიზაციის შემდეგ მომხმარებელი კომპიუტერში წაკითხვას, SMS-ების გაგზავნას, მობილურ ტელეფონში არსებული ბიბლიოთეკის დათვალიერებას და ფაილების იმპორტ-ექსპორტსაც შეძლებს.  განახლებული აპლიკაციით სარგებლობა Windows 10-ის ყველა მომხმარებელს შეუძლია. Notifications have arrived! With the Your Phone app, you can [...]

მეტის ნახვა...

აპლიკაცია რომელსაც ნებისმიერი ადამიანის რეალურ დროში გაშიშვლება შეუძლია უკვე ხელმისაწვდომია!

ალბათ ბევრს გინახავთ ფანტასტიკურ ფილმებში ისეთი მოწყობილობები რომლებსაც ადამიანის გაშიშვლება შეეძლოთ, თქვენ კი ამას არარეალურად უყურებდით და არ გჯეროდათ მისი შესაძლებლობებით. ამიერიდან ეს რეალობად იქცევა! სულ რამოდენიმე დღის წინ, შეიქმნა აპლიკაცია, რომელსაც ფოტოზე ნებისმიერი ქალის “გაშიშვლება” შეუძლია. ეს არის DeepNude, რომელიც უცნობმა პროგრამისტმა შეიმუშავა. აპლიკაციის ღირებულება, სულ რაღაც, 50 დოლარია. ამჟამად [...]

მეტის ნახვა...

Google Maps-ი მეტროში მგზავრთა ნაკადის შესახებ ონფორმაციას გაცნობებთ

Google Maps-ის განახლების შედეგად მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მეტროში მგზავრთა ნაკადისა და ავტობუსების დაგვიანების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.  გავრცელებული ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისა და მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლდება. ფუნქცია მსოფლიოს მასშტაბით 200 ქალაქს მოიცავს და iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის დღეს ამოქმედდება.  

მეტის ნახვა...

Waze-ზე ახლა უკვე Google-ის ასისტენტიც ინტეგრირდა

2013 წელს Google-მა Waze-ი 1 მილიარდ დოლარად შეიძინა. მას შემდეგ პირველად აპლიკაციამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლება მიიღო, რაც ჭკვიან ხმოვან ასისტენტს გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, Waze-ში Google-ის ასისტენტის ინტეგრირება მომხმარებელს საშუალებას მისცემს მუსიკასა და პოდკასტებს მოუსმინოს, ასევე „ვირტუალურ მეგობარს“ სთხოვოს ინფორმაცია მიაწოდოს გზებზე არსებულ ვითარებაზე, ან იმ კონკრეტულ მარშრუტზე, რომლითაც გადაადგილებას გეგმავს. შეგახსენებთ რომ მანამდე Google-მა [...]

მეტის ნახვა...

Facebook-ი თქვენი პირადი სმარტფონის მონიტორინგის სანაცვლოდ ფულს გადაგიხდით

Facebook-ი იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ ადამიანები სმარტფონებს, მომხმარებლებს ფულს გადაუხდის.  გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ პროექტის განსახორციელებლად სპეციალური აპლიკაცია – Study შექმნა. პროგრამა მონიტორინგს გაუწევს იმას, თუ რომელ აპლიკაციებს იყენებენ მომხმარებლები, რა დროს ატარებენ ამ აპლიკაციებში და რომელ ქვეყანაში იმყოფებიან, ასევე მიიღებს სხვა დამატებით მონაცემებს. როგორც Facebook-ში აცხადებენ, Study მომხმარებლის მობილურში კონკრეტულ კონტენტს, მათ შორის შეტყობინებებსა და პაროლებს არ ნახავს.   კვლევითი მიზნებისთვის შექმნილი აპლიკაცია [...]

მეტის ნახვა...

Shazam-ი ამიერიდან მუსიკას ყურსასმენების დახმარებითაც ამოიცნობს

Apple-ის კუთვნილი აპლიკაცია Shazam-ი ამიერიდან ყურსასმენებით გაჟღერებულ მუსიკასაც ამოიცნობს.  სიახლე ამ ეტაპზე მხოლოდ Android აპლიკაციის მფლობელთათვის დაემატა. უცნობია როდის ამოქმედდება მსგავსი ფუნქცია iOS პლატფორმის მომხმარებლისთვისაც.  მუსიკის ამომცნობი აპლიკაცია Shazam-ი აქამდე მელოდიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოიცნობდა, თუ სმარტფონს ყურსასმენები არ ჰქონდა შეერთებული. ამ ფუნქციას აპლიკაციის მომხმარებლები წლების განმავლობაში ითხოვდნენ.  შეგახსენებთ რომ Apple-მა Shazam-ი [...]

მეტის ნახვა...

Apple-მა შესაძლოა მალე iTunes-ზე უარი თქვას!

Apple-ი უკვე მზადაა iTunes-ზე უარი თქვას. გავრცელებული ინფორმაციით Apple-ის გენერალური დირექტორი Tim Cook-ი ამის შესახებ 3 ივნისს განაცხადებს, ამავე ცნობით აღნიშნული აპლიკაცია შესაძლოა შეიცვალოს სამი ერთმანეთისგან განსხვავებული აპით: Music, TV და Podcasts-ით. Apple-ს ასევე განძრახული აქვს Find My iPhone-ისა და Find My Friends ერთ აპლიკაციაში გაერთიანება. შეგახსენებთ რომ Apple-მა iTunes აპლიკაცია 2011 [...]

მეტის ნახვა...

BBM-ი ოფიციალურად დაიხურა!

ამიერიდან BlackBerry Messenger-ი, იგივე BBM-ი აღარ არსებობს. აპლიკაციამ 14-წლიანი ფუნქციონალიზმის შემდეგ არსებობა შეწყვიტა. საბედნიეროთ ბაზარზე რჩება BBMe. რამოდენიმე წლის განმავლობაში BlackBerry უამრავი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. კომპანიას გასაგზავნი პატენტის დარღვევის გამო Twitter-ს, Facebook-სა და Snap-საც უჩივლა.  შეგახსენებთ რომ BBM-ი 2005 წელს ამოქმედდა. ხოლო მისი გათიშვის შესახებ ინფორმაცია გასულ თვეს გავრცელდა.

მეტის ნახვა...

Apple-მა და Google-მა ინდოეთში TikTok აპლიკაცია დაბლოკეს

Apple-მა და Google-მა ინდოეთის მასშტაბით აპლიკაცია TikTok-ი დაბლოკეს. აპლიკაცია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებშია, ვიდეოების შექმნასა და მათ ქსელში გაზიარების საშუალებას იძლევა. ტექნოლოგიური კომპანიების მიერ TikTok-ის დაბლოკვა ინდოეთის სასამართლოს გადაწყვეტილებამ განაპირობა. მადრასის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აპლიკაციაში შეუფერებელი კონტენტი იდებოდა, რაც პორნოგრაფიის გავრცელებს უწყობდა ხელს. TikTok-ის მფლობელმა ჩინურმა კომპანიამ ByteDance-მა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა [...]

მეტის ნახვა...