რა უნდა ველოდოთ Samsung-ის Galaxy Unpacked 2023-ის კონფერენციაზე?!

დაბრუნება Posts

რა უნდა ველოდოთ Samsung-ის Galaxy Unpacked 2023-ის კონფერენციაზე?!


Samsung-ის Galaxy Unpacked კონფერენცია თითქმის უკვე ჩვენთანაა და მიუხედავად უამრავი გაჟონვისა, რომელმაც ცნობისმოყვარეობის უმეტესი ნაწილი წაგვართვა, ის მაინც წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. დღეს კი მოდით შევაჯამოთ ყველა ის ინფორმაცია რომელიც გასუხლი წლიდან დღემდე ვრცელდებოდა ხვალიდნელ Galaxy Unpacked კონფერენციის შესახებ.

Galaxy S23 სერია

Samsung's Galaxy S23 Unpacked - what to expect


Galaxy Unpacked კონფერენციაზე საუბრისას არ შეიძლება თავდაპირველად ხაზი არ გაგვესვა სამსუნგის ახალი სმარტფონების Galaxy S23 Ultra-ს, S23 და S23+-ის შესახებ. Galaxy S23 Ultra გააგრძელებს მისი წინამორბედის დიზაინს, მაგრამ ის გამოვა ახალ ფერებში, როგორიცაა Cotton Flower  (ღია ყვითელი) და Botanic Green (მწვანე განსხვავებული ელფერით, ვიდრე გასულ წელს).

Galaxy S23 Ultra-ს კვლავ ექნება ჩაშენებული S Pen, 6.8 დიუმიანი ეკრანი, 5000 mAh ბატარეა 45W დამუხტვის მყარდაჭერა და ოთხი კამერის მოდული უკანა მხარეს.

დიდ ცვლილებებს შორის არის ახალი ჩიპსეტი, რომელიც არის SD 8 Gen 2-ის გაუმჯობესებული ვერსია, სახელწოდებით Snapdragon 8 Gen 2 for Galaxy. გავრცელებული ინფრომაციით, სამსუნგი თავის ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს ექსკლუზიურად Qualcomm-ის ჩიპსეტით გამოაქვეყნებს, რომელიც 4 ნმ ტექნოლოგიითა დამზახდებული. მან უნდა უზრუნველყოს საუკეთესო შესრულება და მოახერხოს ენერგო ეფექტურობა.

კიდევ ერთი დიდი ცვლილებას ველოდებით მთავარი კამერისგანაც – გავრცელებული ინფორმაციით Galaxy S22 Ultra-ს მთავარი კამერა აღჭურვილი იქნება 200MP ISOCELL HP2 სენსორით. ახალი სენსორი საშუალებას მისცემს გაუმჯობესდეს ღამის რეჟიმის ფოტოები და უკეთესი პორტრეტული ვიდეო.

სმარტფონის უკანა მხარეს არსებული დანარჩენი ორი კამერა შეინარჩუნებს წინამორბედების 3x და 10x სპეციფიკაციებს. მაგრამ სევე Samsung აუცილებლად გააუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს. ულტრაფართო კამერა კვლავ იქნება ავტოფოკუსირებული 12 მეგაპიქსელის სიდიდის.

რაც შეეხება Galaxy S23 და S23+ ისინი შეინარჩუნებენ 6.1 დიუმიან და 6.6 დიუმიან ეკრანებს, მაგრამ მიიღებენ 200 mAh გაზრდილ ბატარეას 3,900 mAh და 4,700 mAh. პლუს მოდელს ასევე ექნება უფრო სწრაფი 45W დამუხტვის მხარდაჭერა ვიდრე სტადანტურლ S23-ს.

შეკვეთები Galaxy S23, S23+ და S23 Ultra-ზე სავარაუდოდ 1 თებერვლიდან დაიწყება და მათი ფასი ასე გადანაწილდება: Galaxy S23 Ultra 1200$-დან, S23+ 1000$-დან და S23 $800-დან. თუმცა, ევროპულ ბაზრებზე მოსალოდნელი იქნება ფასების ზრდა Galaxy S23 მისი წინამორბედზე 100 ევროთ მეტი ეღირება, ხოლო S23+ 150 ევროთი მეტი.

Galaxy Book3 სერია

Samsung's Galaxy S23 Unpacked - what to expect


სხვა სიახლე Unpacked 2023-ზე იქნება Galaxy Book3 სერიის ლეპტოპები. ისინი შედგება Galaxy Book3 360, Galaxy Book3 Pro, Galaxy Book3 Pro 360 და Book3 Ultra-სგან.

სამივე მოდელს ექნება 2880x1800px (16:10) Super AMOLED სენსორული ეკრანი, მანათობელი კლავიატურა, Intel-ის მე-13 თაობის პროცესორები, რომლებიც საშუალებას მისცემს ორ Thunderbolt 4 პორტს და Wi-Fi 6E დაკავშირებას. ლეპტოპებს ასევე ექნება USB-A პორტი, HDMI პორტი, აუდიო ჯეკი და microSD სლოტი.

რაც შეეხება ზომას, Galaxy Book3 360 ექნება 14 დიუმიანი ეკრანი, Galaxy Book3 Pro კი ხელმისაწდომი იქნება 14 დიუმიანი და 16 დიუმიანი ვარიანტებით, ხოლო Galaxy Book3 Pro 360 16 დიუმიანი ეკრანით იქნება აღჭურვილი. ყველა მოდელს ექნება არჩევანი Core i5-1340P-სა და Core i7-1360P-ს შორის და ექნება 16GB LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 1TB-მდე PCIe 4.0 SSD. გასაკვირი არ არის, რომ ყველა მოდელს ოპერაციულ სისტემად Windows 11-ს ვიხილავთ Samsung-ის Galaxy ეკოსისტემის დანამატებით, როგორიცაა Multi Control, Quick Share, Private Share და Galaxy Notes.

Galaxy Book3 Ultra-ს, სავარაუდოდ ექნება უფრო ძლიერი კონფიგურაცია 45W Core i9-13900H, Nvidia RTX 4070 GPU, 32 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება და 1TB-მდე PCIe 4.0 SSD. მას ექნება 76WH ბატარეა 136W დატენვის მხარდაჭერით.

Samsung Unpacked კონფერენცია გაიმართება 1 თებერვალს, თბილსის დროით საღამოს 22:00-ზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts