მალე შესაძლოა კომპანია Google-მა საკუთარი Smart Tag გამოუშვას
როგორც იცით, რამდენიმე ხნის წინ Apple-მა და Samsung-მა წარადგენს ჭკვიანი Tag მოწყობილობები თუმცა ახლა როგორც ჩანს ჯერი Google-ზეც მიდგა. ბოლოდროინდელი ინფორმაციების თანხმად, Google ცდილობს შეუერთდეს ზემოთ აღნიშნულ კომპანიებს და ინსაიდერების ცნობით პროდუქტის კოდური სახელია „Grogu“, „Groguaudio“ ან „GR10“.
პროდუქტი შემუშავებულია Nest გუნდის მიერ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის იქნება Nest პროდუქტი. გაჯეტი აღჭურვილია ასევე დინამიკით, UWB ტექნოლოგიითა (ულტრა ფართოზოლოვანი) და Bluetooth დაბალი ენერგიის მხარდაჭერით – ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება კომუნიკაციისთვის მოკლე დიაპაზონის გამოყენების სიტუაციებისთვის.

მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს ისიც, რომ Pixel 6 Pro და Pixel 7 Pro გააჩნია UWB მოდული, რომელიც აქამდე არ იყო რაიმე სახით გამოყენებული. მისი გამოყენება შესაძლებელია Nest დინამიკების ჩართვისა და გამორთვისთვის, მაგრამ ფუნქცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. Google ასევე მუშაობს ჩიპსეტის მწარმოებლებთან, რათა ჩართოს სწრაფი დაწყვილების მხარდაჭერა Android პროდუქტებისთვის, რაც საშუალებას აძლევს ყველა მწარმოებელს განავითაროს საკუთარი ტრეკერები.
რაც შეეხება საბოლოო Google-ის ჭკვიან Tag-ს იგი შეიძლება მიმდინარე წლის მაისში Google I/O კონფერენციაზე ვიხილოთ.