Kingston SSD NV2 – NVMe ინტერფეისის SSD, SATA-ს ფასად

დაბრუნება Posts

Kingston SSD NV2 – NVMe ინტერფეისის SSD, SATA-ს ფასად


როგორც იცით კომპანია KINGSTON აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ტიპის მეხსიერების ბარათებს. ბოლო ხანების განმავლობაში ჩვენ KINGSTON-ის რამდენიმე ტიპი SSD განვიხილეთ როგორც შიდა, ისე გარე პორტატული მოხმარებისთვის. ამჯერად, კი გვსურს კიდევ ერთი NVMe SSD გაგაცნოთ, რომელიც მიყვება და არ არღვევს ბრენდის ტრადიციას იყოს პროდუქტი საიმედო და ხარისხიანი. KINGSTON NV2 იდეალურია მათთვის ვისაც სურს ხელმისაწვდომ საფასო კატეგორიაში მიიღოს ფასთან შესაბამისი მაქსიმალური შესაძლებლობები.

მანამ, სანამ KINGSTON SSD NV2-ის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ თავდაპირველი მოდელის KINGSTON SSD NV1-გან განსხვავებით (რომლის დეტალური განხილვაც რამდენიმე თვის წინ შემოგთავაზეთ) ახალ მოდელს მრავალი სიახლე გამოარჩევს.  მაგალითად, მის წინამორბედისგან განსხვავებით Kingston NV2 აღჭურვილი NAND Flash-სა და თანამედროვე PCI-Express Gen 4 ინტერფეისის მხარდაჭერით. თუმცა რამდენად შეინიშნება წინა მოდელისგან განსხვავებით NV2-ის გაუმჯობესება და საერთოდ ღირს თუ არა მისი შეძენა ამას დღეს დაწვრილებით მოგიყვებით:

შეფუთვა

KINGSTON 1TB NV2 PCIe 4.0 M.2 NVMe SSD 4x4 2280 - Model ...

ისევე როგორც ნებისმიერი სხვა SSD, რომელსაც ყიდულობთ KINGSTON-ისგან, მათი უმეტესი ნაწილი თითქმის იდენტურია. KINGSTON NV2 PCIe Gen 4 SSD იყენებს იგივე დალუქულ პაკეტის სტილის შეფუთვას, რომელის მსგავსადაც ბრენდის სხვა SSD-ებია ხელმისაწვდომი. მას შემდეგ რაც გაჭრით და გახსნით, მიიღებთ წვდომას SSD-ზე, რომელიც დაცულია შავი პლასტმასის საფარით.

სპეციფიკაციები

როგორც სახელი გულისხმობს, NV2 ხაზი არის NV1-ის მემკვიდრე, გაუმჯობესებული სპეციფიკაციებით.  NV2 მის წინამორბედთან შედარებით უფრო მიმზიდველია, რადგან ის იყენებს PCI Express (PCIe) 4.0 ინტერფეისს, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო ძირითადად უფრო ძვირადღირებული SSD-ებისთვის. სპეციფიკაციებზე საუბრისას ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ KINGSTON NV1 იყენებდა Silicon Motion SM2263XT კონტროლერს, მაშინ როდესაც NV2 აგებულია Phison-ის E21-ის გამოყენებით. ფლეშის მხრივ, როგორც ჩანს, KINGSTON გადაერთო 112-ფენიან BiCS5 TLC-ზე NV2-ზე.                                                 

KINGSTON NV2 PCIe Gen 4 SSD (2TB)

  • 2 2280 SSD
  • PCIe NVMe Gen 4×4 შესრულება
  • წაკითხვის სიჩქარე 3500 მბ/წმ-მდე, ჩაწერის სიჩქარე 2800 მბ/წმ-მდე

გარდა ამისა NV2 მის წინამორბედთან შედარებით თბო-ეფექტურობითა და ენერგო ეფექტურობითაც გამოირჩევა. თუმცა რამდენად შესანიშნავად უმკლავდება იგი ყოველდღიური გამოყენების გამოწვევებს მოდით ერთად გავარკვიოთ…

შესრულება

სინთეზური ბენჩმარკებისთვის, ჩვენ გამოვიყენეთ ორ სპეციალური აპლიკაცია SSD-ის სრული სიმძლავრის სადემონსტრაციოდ – CrystalDiskMark და CrystalDiskInfo ტემპერატურის მონიტორინგისთვის, სპეციფიკაციის  და სიჩქარის შესამოწმებლად.

CrystalDiskInfo-ს საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომ KINGSTON NV2 დაკავშირებულია NVMe ინტერფეისთან და აქვს პოტენციალი განახორციელოს ოპერაციები PCIe Gen 3 და Gen 4 სიჩქარით. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ნახოთ SSD სწორად არის კონფიგურირებული და კარგად მუშაობს ჩვენს სატესტო სისტემასთან.

გადავიდეთ SSD-ის სიჩქარის ტესტზე CrystalDiskMark-ის საშუალებით, მონაცემები საკმაოდ ფენომენალურია და მწარმოებლის მიერ მოწოდებულ მონაცემებთან მცირე ცვალებადობით გამოირჩევა, რაც ნორმალურია. Sequential 1M-ში (Q8T1) ხედავთ, რომ წაკითხვის სიჩქარე არის 3223 მბ/წმ, ხოლო ჩაწერის სიჩქარე 2095 მბ/წმ. ეს არის სიჩქარის მისაღები დიაპაზონი და მიუხედავად იმისა, რომ მცირე განსხვავებებია, აქ გათვალისწინებული უნდა იქნას სხვდასხვა ფაქტორები, როგორიცაა პროცესორი, დედა დაფა და ა.შ

ჩვენი ყოველდღიური ტესტის დროს, სადაც გადავიტანეთ შერეული ფაილი (8.2 GB) კომპიუტერის მეხსიერებიდან SSD-ზე – ტრანსფერს დაახლოებით 12 წამი დასჭირდა, ხოლო SSD-დან სხვა საცავში  გადატანას დაახლოებით 8-9 წამი დასჭირდა. თუ თქვენა ასევე გეგმავთ აღნიშნული SSD ვიდეო თამაშების სწრაფი ჩატვირთვისთვის გამოიყენოთ მაგალითად როგორიცაა Cyberpunk  ამ შემთხვევაში, NV2 საკმარისია.

ATTO Disk Benchmark

ყოველდღიური გამოყენების სიმულაციური ATTO Disk შედეგები აჩვენებს უფრო დამაჯერებელ რიცხვებს 3.5GBps/2.8GBps წაკითხვისა და ჩაწერის მოსალოდნელ ზონაში და ძალიან მცირე გადახრები გვხვდება 3 სხვადასხვა ზომის ფაილში 4GB, 8GB და 16GB, რაც ნამდვილად კარგია.

ვერდიქტი

იმ შემთხვევაში თუ ეძებთ ხელმისაწვდომ ფასში ახალ SSD-ს გსურთ იგი გამოირჩეოდეს მისაღები მახასიათებლით, საიმედოობითა და ფასთან მიმართებით მაღალი წარმადობით SSD NV2 ნამდვილად კარგი არჩევანი იქნებოდა. არ შეიძლება არ გამოგვრჩეს ისიც, რომ ახლა KINGSTON-ის საახალწლო ფასდაკლების გამო გაცილებითნ უკეთეს ფასში შეგიძლიათ შეიძინოთ იგი. ასე რომ, თუ თქვენ გეგმავთ ძველი SSD-ის ჩანაცვლებას ახლით ან გსურთ შემატოთ თქვენს კომპიუტერს კიდევ უფრო მეტი სიჩქარე ახლა ამისათვის ნამდვილად საუკეთესო დროა! ფასდაკლებები იხილეთ აქ, ხოლო დაწვრილებით პროდუქტის შესახებ გაეცანით ბმულს.


გააზიარე

დაბრუნება Posts