იდეალური SSD 3D რენდერისა და 4K+ კონტენტის შესაქმნელად

დაბრუნება Posts

იდეალური SSD 3D რენდერისა და 4K+ კონტენტის შესაქმნელად


დღეს ენთუზიასტებისთვის ძალიან რთულია კომპიუტერის დროში გამოცდილი და ხარისხიანი კომპონენტების შეძენა, თანაც მას ერთვის ბაზარზე არსებული მრავალი სახის ბრენდების ოპონირება. SSD-ის ყიდვის შემთხვევაში კი მნიშნელოვანია მომხმარებელმა სწორი არჩევანი გააკეთოს და შეარჩიოს დროში გამოცდილი და მაღალი ხარისხის SSD-ის მწარმოებელი ბრენდი. სწორედ აღნიშნულ კრიტრუმებს აკმაყოფილებს კომპანია KINGSTON, რომელიც მაღალი ხარისხის, სხვდასხვა კლასის დროში გამოცდილ SSD-ების არჩევანს გვთავაზობს.

ბოლოდროინდელმა სიტუაციამ SSD-ის ბაზარზე ახალი და განახლებული პროდუქტების თანმიმდევრული შემოდინება განაპირობა, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ფასის ჯგუფს შეეხო. გასაკვირი არაა, რომ დღეს SSD ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია გეიმერებისთვის, ენთუზიასტებისთვისა, სხვდასხვა მასალების რენდერინგისთვის და კონტენტის შემქმნებლისთვის. დღევანდელი დღის განსახილველი კომპონენტი – KINGSTON SSD KC3000 მოდელი პოზიციონირებულია როგორც SSD, შექმნილი კონტენტის შემქნმელებისთვის, რომელთაც უწევთ მძიმე პროგრამებთან და მასალებთან მუშაობა. SSD-ს მაღალი სიჩქარე და წარმადობა ამარტივებს რთულ სამუშაო პროცესს და მიმდინარეობს ის შეფერხებებისა და ტექნიკური პრობლემების გარეშე. სწორედ აღნიშნული კატეგორიის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, Kingston SSD KC3000 არის იდეალური SSD კონტენტის შემქმნებლისთვის, ასევე გეიმერებისთვის, ენთუზიასტებისთვის, ის M.2 SSD ხაზის უახლესი განახლებაა. KC 3000 მოგცემთ შესაძლებლობას მსუბუქად, ხარვეზების და გაჭედვების გარეშე შეასრულოთ მძიმე სამუშაო დატვირთვები, მიიღოთ უკეთესი შესრულება პროგრამული აპლიკაციებით, როგორიცაა 3D რენდერი და 4K+ კონტენტის შექმნა და მონტაჟი. უზარმაზარი სიჩქარის 7000 მბ/წმ1 წაკითხვა/ჩაწერით, ის უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ სამუშაო პროცესს დესკტოპ და ლეპტოპ კომპიუტერებში, რაც მას იდეალურს ხდის ნებისმიერი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ყველაზე სწრაფი სიჩქარე ბაზარზე. მნიშვნელოვანია აქვე არ გამოგვრჩეს ასევე ისიც, რომ KC3000 ბარათები ასევე ხელმისაწვდომია შედარებით მაღალი ტევადობიდაც მათ შორის: 512GB, 1TB,2TB და 4TB.

Type / SKUSolid State modules (SSM) / SKC3000D/2048G
Form factorM.2 2280
ControllerPhison PS5018-E18, 8 channels
InterfaceM.2/M-Key (PCIe 4.0 x4)
Read7000M/s
Write7000 MB/s
IOPS 4K read/Write1M/1M
Memory modules3D-NAND TLC
TBW800 TBW (1GB) / 1600 TBW (2TB) / 3200 TBW (4TB)
Reliability prediction1.6 Mio. hours (MTBF)
Cache1GB (DDR4), pSLC-Cache
ProtocolNVMe 1.4

KINGSTON SSD KC3000 ასევე იყენებს ე.წ Single-sided დიზაინს, რომელიც საშუალებას აძლევს SSD-ს გამოირჩეოდეს მაქსიმალურად ნაკლები ფიზიკური ზომითა და უკეთესი თბორეგულირებით. KC 3000 M.2 2280 ასევე აღჭურვილია ორი ფენიანი 3D TLC NAND ჩიპით, 1 GB DRAM-ით და რვაარხიანი Phison E18 კონტროლერით. ეს ყველაფერი დაფარულია თხელი გრაფენის ალუმინით, რომელიც ხელს უწყობს ბარათის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას.

KC3000 გამოყენებისას თქვენ ასევე გაქვთ წვდომა KINGSTON-ის SSD Manager აპლიკაციაზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ SSD-ის ეფექტურობა, მონაცემთა უსაფრთხო წაშლა და სხვა. SSD-ის ფიზიკური ინსტალაცია შესაძლებელია Windows-ის მეშვეობით სულ რამდენიმე წუთში დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროების გარეშე, აქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ SSD-ის განთავსება ასევე შესაძლებელია არამარტო PC-ში, არამედ PlayStation 5-ში.

გარდა განსაკუთრებული შესრულებისა და გრძელვადიანი გამძლეობისა, SSD დამზადებულია მაღალი სიმკვრივის 3D TLC NAND. წინამორბედი KC 2000-ისგან განსხვავებით ახალ მოდელს გამოარჩევს მაღალ ჩაწერისა და წაკითხვის სიჩქარეც. მწარმოებელი ასევე იტყობინება, რომ პროგნოზირებული მუშაობის საშუალო დრო აღნიშნული SSD-ისთვის 1,6 მილიონი საათია, რომელსაც მხარს უჭერს ასევე ხუთწლიანი გარანტია.

როგორც ვნახეთ Kingston SSD KC3000 მახასიათებლები ნამდვილად დამაკმაყოფილებლად გამოიყურება, თუმცა როგორ მუშაობს იგი სინამდვილეში? დღეს SSD-ის მონაცმემებთან ერთად გაგაცნობთ აღნიშნული SSD-ის რეალურ ტესტებს Intel B560 ჩიპსეტით, Gigabyte DS3H დედა დაფა, 16 GB ორარხიანი DDR4 ოპერატიული მეხსიერებით და მე-11 თაობის Intel Core i5-11400F CPU.

როგორც ფოტოზე ხედევათ წაკითხვისა და ჩაწერის თანმიმდევრული სიჩქარე CrystalDiskMark-ში შესანიშნავია, მისი ქულები აღემატება მათ შორის Samsung 980 Pro-სა და Crucial P5 Plus-ს.

KC3000 არა მხოლოდ კარგად მუშაობს ზოგადი გამოყენებისთვის, მას ასევე შეუძლია გაუმკლავდეს მაღალი დონის ვიდეო თამაშებს. 3DMark შენახვის საორიენტაციო ნიშანი იძლევა კარგ წარმოდგენას, რამდენად კარგად უმკლავდება SSD ვიდეო თამაშის ჩატვირთვას, შენახვას, ინსტალაციას და ჩაწერას.

მთლიანობაში, Kingston SSD KC3000 გთავაზობთ შთამბეჭდავ შესრულებას, მიუხედავად იმისა, იყენებთ მას რენდერინგისთვის, თამაშებისთვის თუ პროდუქტიულობისთვის. შესაბამისად, ამან უნდა შეავსოს ფასის სხვაობა ყველასთვის, ვისაც სჭირდება საუკეთესო სიჩქარე. KC 3000 კი უნდა შეიძინოთ იმ შემთხვევაში თუ:

  • გსურთ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ხელმისაწვოდმი PCIe 4.0 SSD
  • გჭირდებათ SSD 500 გბ-დან 4 ტბ-მდე მეხსიერება
  • თქვენ გაქვთ შესაბამისი თავსებადი კომპიუტერი ან PS5
  • ქმნით 4K+ კონტენტს ან გატაცებული ხართ ვიდეო თამაშებით

Kingston’s KC3000 PCIe 4.0 NVMe SSD მარტივი რეკომენდაციაა ყველასთის, ვინც განაახლებს ან აწყობს მაღალი მონაცემების მქონე კომპიუტერს. როგორც ვთქვით ის ხელმისაწვდომია 500 გბ, 1 ტბ, 2 ტბ და 4 ტბ ზომებში, აქვს შესანიშნავი TBW ნიშანი და ხუთწლიანი გარანტია.

Kingston SSD KC3000 შეიძლება ფასის ღირებულების მხრივ არც თუ ისე დაბალი ფასი ღირდეს, ვიდრე სხვა პოპულარული მოდელები, მაგრამ მათთვის, ვისაც სურს გადაცემის დამატებითი სიჩქარე და გამძლეობა, ფასის სხვაობა არ უნდა მიიჩნიოს ძალიან უკიდურესად.

იმისთვის, რომ აღნიშნული SSD-ების შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოთ, ასევე მაღაზიები, სადაც შეძლებთ შეძენას, გთხოვთ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს.


გააზიარე

დაბრუნება Posts