Galaxy S23 სერიის სმარტფონები საბაზისო Snapdragon 8 Gen 2-ის ნაცვლად, მის უფრო გაძლიერიებულ ვერსიას Snapdragon 8 Gen 2+ გამოიყენებს

დაბრუნება Posts

Galaxy S23 სერიის სმარტფონები საბაზისო Snapdragon 8 Gen 2-ის ნაცვლად, მის უფრო გაძლიერიებულ ვერსიას Snapdragon 8 Gen 2+ გამოიყენებს


მომავალმა სმარტფონმა, რომელიც ახალი Snapdragon 8 Gen 2-ით იქნება აღჭურვილი უკვე გაიარა Geekbench ტესტირება – მაგალითად თუნდაც, Galaxy S23, S23+ და S23 Ultra. როდესაც მათი შედეგბი გამოქვეყნდა, ბენჩმარკმა ცნობილი გახდა აღნიშნული ჩიფსეტის მახასიათებლებიც: 3.36 GHz Prime core, 2.80 GHz Performance და 2.02 GHz .

ზემო აღნიშნული სმარტფონები არ იქნებიან განსაკუთრებულები, რადგან აღნიშნულ ჩიფსეტს ასევე მოირგებს vivo X90 Pro და iQOO 11. მაგრამ დააკვირდით – მათზე Prime core-ის სიხშირე ჩამოთვლილია როგორც 3.19 GHz. ეს არის Qualcomm-ის მიერ გამოცხადებული ოფიციალური მახასითაბელიც, 3.1872 GHz იყო ზუსტი მაჩვენებელი. მაშ როგორ ხდება, რომ Galaxy S23 სერიის სმარტფონები უფრო მაღალ სიხშირის პროცესორები გააჩნიათ?

Samsung Galaxy S23 to make use of Snapdragon 8 Gen 2 with an overclocked GPU  - Minmin Tv Cp

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ Twitter-ზე ინსაიდერმა Ice Universe-მ განაცხადა, რომ ევროპული ვერსია გამოიყენებს Snapdragon 8 Gen 2-ის „ექსკლუზიურ მაღალი სიხშირის ვერსიას“. და არა მხოლოდ ევროპა.

ინსაიდერმა ასევე დამატებით დეტალებიც გამოაქვენა Prime CPU ბირთვი ნამდვილად იქნება 3.36 GHz სიხშირით 3.2 GHz-ის ნაცვლად. მაგრამ ასევე GPU იმუშავებს უფრო სწრაფად – 719 MHz, 680 MHz-ის ნაცვლად.

Qualcomm-ს ზოგჯერ გააჩნდა “AC” ვერსიები, რომლებიც მუშაობდნენ უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე საბაზისო მოდელის ჩიფსეტები. მაგალითად, Snapdragon 855-ს აქვს მოდელის ნომერი SM8150, SM8150-AC არის 855+, რომელმაც გაზარდა Prime ბირთვი 2.84 GHz-დან 2.96 GHz-მდე. 8 Gen 2, რომელიც გამოცხადდა მიმდინარე კვირაში, არის SM8550-AB, ასე რომ ეს უნდა იყოს SM8550-AC.

გაურკვეველია, აღნიშნული ჩიპსეტი, რომელიც დაკავშირებულია Galaxy S23 სერიისთვის, იქნება Snapdragon 8+ Gen 2, თუ სხვა მაგრამ.

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს Qualcomm ირწმუნება, რომ 8 Gen 2 CPU არის 35% უფრო სწრაფი ვიდრე მისი 8 Gen 1 წინამორებდი, ასევე GPU არის 25% უფრო სწრაფი. ორივეს მახასიათებლების გათვალისწინებით, ჩიპსეტი ეს ახალი ვერსია კიდევ უფრო სწრაფი უნდა იყოს. თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად სწრაფი, რადგან ჯერ ნაადრევია საორიენტაციო შედეგების წაკითხვა.


გააზიარე

დაბრუნება Posts