ციფრული გადახდების სერვისი – Google Pay უკვე საქართველოშია!

დაბრუნება Posts

ციფრული გადახდების სერვისი – Google Pay უკვე საქართველოშია!


დიდი ხნის ლოდინის შემდეგ საქართელოში Google Pay უკვე ხელმისაწვდომია! აღნიშნული სიახლის შესახებ ქართველი მომხმარებლები სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად წერენ.

Wikepedia-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ აღნიშნული უკონტაქტო გადახდის სერვისი საქართველოში ოფიციალურად გახდა ხელმისაწვდომი. მანამდე საქართველოში იმისთვის, რომ Android მომხმარებლებს უკონტაქტო გადახდებისთვის ესარგებლად ქართული ბანკების მიერ შემოთავაზებული აპლიკაციების გამოყენება იყო საჭირო (TSKAPP, TBC Pay), რომელიც ხშირად არა სტაბილური და ნაკლებად კომფორტული იყო.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, Google Pay-ზე შესაძლელობა გაქვთ დაამატოთ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და ბაზის ბანკის Visa და Mastercard ბარათები. სავარაუდოა, რომ აღნიშნული სიახლის შესახებ ქართული ბანკები ხვალ, 15 ნოემბერს გაავრცელებენ ინფორმაციას.


გააზიარე

დაბრუნება Posts