კომპანია Xiaomi-მ ახალი კონცეპტუალური სმარტფონი წარადგინა, რომელსაც სრული ზომის Leica M ლინზის მხარდაჭერა გააჩნია

დაბრუნება Posts

კომპანია Xiaomi-მ ახალი კონცეპტუალური სმარტფონი წარადგინა, რომელსაც სრული ზომის Leica M ლინზის მხარდაჭერა გააჩნია


Xiaomi-მ შეამცირა უფსკრული სმარტფონებსა და პრემიუმ ციფრულ კამერებს შორის Xiaomi 12S Ultra-ს და მისი 1 დიუმიანი სენსორის დახმარებით. მაგრამ მასაც აქვს ლინზები ფიქსირებული ფოკუსური მანძილით, როგორც ტიპურ სმარტფონი. ახლა კომპანია გვთავაზობს იშვიათ კონცეფტუალურ სმარტფონს – კერძოდ კი თავდაპირველად ვითარდებოდა ორი პროექტი ერთდროულად, რომელთაგან ერთი გახდა 12S Ultra. მეორე არის ჰიბრიდი სმარტფონსა და ციფრულ კამერას შორის.

ამ კონცეპტუალურ მოწყობილობას აქვს მეორე 1” სენსორი, რომელიც არ არის დაფარული საკუთარი ლინზით (მაგრამ დასაცავად დაფარულია საფირონის შუშით). ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიამაგროს Leica M ლინზა, (ნახევრად) პროფესიონალური გამოყენებისთვის. ლინზების მრავალფეროვნება შერწყმულია კამერის აპლიკაციასთან, რომელიც მხარს უჭერს ფოკუსირების პიკს, ჰისტოგრამას და სხვა ხელსაწყოებს, რომლებსაც ფოტოგრაფები იყენებენ. და 10-ბიტიანი RAW მხარდაჭერა, რა თქმა უნდა.

Xiaomi reveals concept design of Xiaomi 12S Ultra's next level camera! -  xiaomiui

სმარტფონზე ლინზის დაყნებისთვის საჭიროა ადაპტერი, რაც მოწყობილობის კამერის მოდულის გადადებას ახდენს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს არის მეორე 1″ სენსორი – ამ მოდელს შეუძლია ფოტოების და ვიდეოების გადაღება ჩვეულებრივი სმარტფონის მსგავსად, რადგან მას აქვს იგივე მთავარი კამერა, როგორც 12S Ultra (1″ სენსორი, 23 მმ ობიექტივი) და ულტრა ფართო კამერა (13 მმ).

ადრეც იყო სმარტფონებისთვის ლინზის აქსესუარები, მაგრამ ეს არის მცდარი დიზაინი – სინათლე უნდა გაიაროს როგორც გარე, ასევე სმარტფონის ლინზებში, რაც იწვევს სინათლის დაკარგვას და უფრო ბნეს სურათს. Xiaomi-ის ეს კონცეფცია განსხვავდება იმით, რომ მიმაგრებული Leica ლინზა აგზავნის შუქს პირდაპირ სენსორზე (გარდა დამცავი შუშისა, რომელიც იცავს მტვერსა და წყალს).

თუმცა, ჩვეულებრივი სარკისებური კამერისგან განსხვავებით, ეს მოწყობილობა ასევე მხარდაჭერილია გამოთვლითი ფოტოგრაფიის მოწინავე უნარებით, რასაც Snapdragon 8+ Gen 1 უზრუნველყოფს.

მართალია, ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი აღნიშნული მოწყობილობის სრული დეტალები, მაგრამ ის აშკარად სტაბილურია, როგორც Xiaomi 12S Ultra. მას აქვს უკანა საფარზე იგივე ხელოვნური ტყავის მასალა და ასევე სარგებლობს სრული IP68 მტვრისა და წყლის წინააღმდეგობით.


გააზიარე

დაბრუნება Posts