კომპანია LG-მ “დასაჭიმი” ეკრანი წარადგინა, რომელსაც შეუძლია 12 ინჩიდან 14 ინჩამდე გაფართოვდეს

დაბრუნება Posts

კომპანია LG-მ “დასაჭიმი” ეკრანი წარადგინა, რომელსაც შეუძლია 12 ინჩიდან 14 ინჩამდე გაფართოვდეს


დასაკეცი ეკრანები დღითი დღე იძენს განსაკურთებულ ადგილს სმარტფონების ბაზარზე, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო გამორჩეული ტექნოლოგია – დასაჭიმი ეკრანები – რომელიც, LG Display-მა რამდენიმე საათის წინ წარადგინა. აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 12″ ინჩის პანელი დაიჭიმოს 14″-მდე. რა საკვირველია აღნიშნული ქმედებით ეკრანი არ დაზიანდება და იგი კვლავ გააგრძელებს გამოსახულების ჩვენებას.

ამ ტიპის ელასტიური ეკრანი (ან “თავისუფალი” ეკრანი, როგორც ამას LG უწოდებს) შეიძლება გამოყენებულ იქნას ტანსაცმელსა და ავეჯზე, რადგან ის ადვილად შეესაბამება რთულ ფორმებს და დაჭიმვის უნარით კომფორტულ იქნება მისი ტარება (ან დამაგრება) სხვდასხვა ზედაპირზე.

რაც შეეხება პროტოტიპის პანელებს – 100 ppi აქვს მას პიქსელის სიმკვრივე რაც რეალობაში 40 დიუმიანი 4K ტელევიზორს უდრის. მას აქვს ასევე სრული RGB შესაძლებლობები. ეკრანი აგებულია სპეციალურ სილიკონის სუბსტრატზე, რომელიც ასევე გამოიყენება კონტაქტური ლინზებისთვის. მას აქვს მიკრო-LED-ები (40 μm-ზე ნაკლები), რომლებიც დაკავშირებულია S- ფორმის ზამბარებით, სწორი მავთულის ნაცვლად, ისე რომ მათ შეუძლიათ გაჭიმვა 20%-ით გატეხვის გარეშე.


გააზიარე

დაბრუნება Posts