კომპანია Fiat ელექტრო ძრავზე მომუშავე Abarth 500-ს 22 ნოემბერს წარადგენს
საავტომობილო სამყაროს სტანდარტებით Abarth 595 და 695 უკვე დიდი ხანია რაც ჩანაცველებას საჭიროებს. თანაც მაშინ, როდესაც Fiat 500 უკვე მეორე წელია რაც ელექტრო ძრავით არის ხელმისაწვდომი.
თუმცა ინსტაგრამის ახალი პოსტით Abarth-მა საბოლოოდ გაავრცლა ახალი ელექტროფიცირებული Abrth 500-ი გამოშვების თარიღი. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამოწმებდა ელექტრო სპორტულ ამძრავ სისტემას, ამის დასადასტურებლად ინტერნეტში უამრავი Leak კადრია.

Instagram-ზე გავრცელებული პოსტით, დასტურდება რომ ელექტრო Abarth 500-ის პრეზენტაცია 22 ნოემბერს გაიმართება. თუმცა სიახლე მხოლოდ ეს არ არის, – ახალ ელექტრო Abarth-ს უბრალოდ მხოლოდ Abarth New 500 დაერქმევა.
რაც შეეხება მახასიათებლებს, როგორც იცით, სტანდარტული ელექტრო Fiat 500-ს გააჩნია 118 ცხენის ძალა და 220 ნმ, რომელიც საკმარისად კარგია საყიდლებზე წასასვლელად, მაგრამ საკმარისია Abarth-ის ერთი მხოლოდ ბორბლისთვის.

საკუთარი იმიჯის შესანარჩუნებლად, Abarth-ს მოუწევს რაღაც საოცარის მომზადება. შეგვიძლია ვნახოთ 200 ცხენის ძალა ელექტრო 500? მომხიბლავი შესაძლებლობა და ვისურვებდით, რომ გვეთქვა “დიახ”, მაგრამ რა ძრავას გამოიყენებდა Abarth? რაც მთავარია – Fiat 500-ის ბატარეა ვერ შეძლებს საკმარისი სიმძლავრის მიწოდებას 200 ცხენის ძალიანი ძრავისთვის, მაგრამ შესაძლოა სრული განახლება არ იყოს შესაძლებლობის ფარგლებს გარეთ Abarth-ზე საუბრისას.

რეალურად ჩვენ უფრო მეტ სიმძლავრეს ვნახავთ, ვიდრე სტანდარტულ 500-ში მაგრამ ამჯერად Abarth ყურადღებას გაამახვილებს მართვასა და დამუხრუჭების სისტემაზე, 695-ს აქვს 250 Nm ბრუნვის მომენტი და ელექტროძრავას შეუძლია ამის დამარცხება. თუ ასეა – Abarth New 500 იქნება უფრო სწრაფი ვიდრე 695 და 595 და ეს საკმარისია იმისათვის, რომ ის გახდეს “More Abarth then ever”.