“ჩიტი თავისუფალია”: ილონ მასკის პირველი პოსტი Twitter-ის საბოლოო შესყდვის შემდეგ

დაბრუნება Posts

“ჩიტი თავისუფალია”: ილონ მასკის პირველი პოსტი Twitter-ის საბოლოო შესყდვის შემდეგ


Twitter-ზე კონტროლის მიღების და მისი მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლების შემდეგ, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა პარასკევს გამოაქვეყნა მორიგი ახალი ტვიტი: “ჩიტი გათავისუფლდა”.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ილონ მასკი გახდა Twitter-ის ახალი მფლობელი მიმდინარე კვირის ხუთშაბათს. შედეგად მან გაათავისუფლა სოციალური ქსელი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც ის ადანაშაულებდა მის შეცდომაში შეყვანაში.

Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგარვალი, ვიჯაია გადე, იურიდიული, პოლიტიკისა და ნდობის ხელმძღვანელი; მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სეგალი უკვე ოფიციალურად არიან დათხოვილები სამსაუხურებიდან.

მასკი მათ ყალბი ანგარიშების გამო სდებდა ბრალს, რადგან მასკი ფიქრობდა რომ მათ მიწერ მიწოდებული რიცხვი ყალბი ანგარიშების რაოდენობის შესახება არა რეალური იყო.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მასკი გეგმავს ტვიტერის თანამშრომლების 75 პროცენტის დათხოვნას, რაც ეს თანამშრომელთა რიცხვს 7500-დან 2000-მდე ჩამოიყვანს. თუმცა, Bloomberg-ის სხვა მოხსენებაში ნათქვამია, რომ მასკი გეგმავს სამუშაო ძალის შემცირებას, მაგრამ არა 75 პროცენტით.


გააზიარე

დაბრუნება Posts