Samsung-მა Apple-ის ახალი iPhone 14 სერია გააკრიტიკა

დაბრუნება Posts

Samsung-მა Apple-ის ახალი iPhone 14 სერია გააკრიტიკა


Samsung-მა წლების განმავლობაში ჩვევად აქცია iPhone-ის სერიებზე ვიდეო კლიპებით თავდასხმა. ახლა კორეელმა მწარმოებელმა გადაწყვიტა გააგრძელოს აღნიშნული ტენდენცია ახალი სარეკლამო რგოლით iPhone 14 გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე.

აღნიშნული ვიდეო ხაზს უსვამს ფუნქციებს, რომლებსაც ვერ იპოვით Apple-ის მოწყობილობებზე, როგორიცაა Galaxy Z Flip 4-ის დიზაინი და Galaxy S22 Ultra-ს 108 მეგაპიქსელი მთავარი კამერა და მთვარის რეჟიმი. კერძოდ კი ვიდეოში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა Flip 4-ის Flex Mode და S22 Ultra-ს 10x პერისკოპის კამერა, როგორც Galaxy-ს შესანიშნავი ფუნქციების მაგალითები.

ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ Samsung აქტიურად ბაძავდა Apple-ს რამდენიმე საკითხებში თუნდაც: 3.5 მმ პორტის გაუქმება, დამტენი ბლოკის ამოღება სმარტფონის ყუთებიდა და microSD ბარათის გაუქმება. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ Samsung აღარ გააგრძელებდა Apple-ის მიმართ დამცინავ სტრატეგიას თუმცა სამწუახროდ შევცდით.


გააზიარე

დაბრუნება Posts