Nothing Phone (1) – მსოფლიოში პირველი სმარტფონი მანათობელი ზედაპირით

დაბრუნება Posts

Nothing Phone (1) – მსოფლიოში პირველი სმარტფონი მანათობელი ზედაპირით


გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში Nothing-ის პირველი სმარტფონის არაერთი გაჟონვის საკმაოდ ყოვლისმომცველი ინფორმაციები მივიღეთ, მაგრამ 12 ივლისს კომპანიამ ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულა. Nothing Phone (1) ახლა უკვე საბოლოოდ ყველასთვის ხელმისაწვდომია!

Nothing Phone (1) გააჩნია გადამუშავებული ალუმინის კანტები, 6.55 დიუმიანი 1080×2400 120Hz OLED პანელი 1200 nits მაქსიმალური სიკაშკაშით და Gorilla Glass 5-ის დამცავი ზედაპირი. რაც შეეხება სმარტფონის უკანა მხარეს, მას გააჩნია ორმაგი კამერის სისტემა, რომელიც შედგება 50 MP f/1.88 Sony IMX766 1/1.56″ მთავარი სენსორისგან OIS-ით და 50 MP f/2.2 Samsung JN1 1/2.76″ ულტრაფართო სენსორისგან 114 გრადუსიანი ხედვის ველით.

ეკრანზე საუბრისას, არ შეძლება გამოგვრჩეს თითის ანაბეჭდის სენსორიც, რომელიც ერთ-ერთი მათგანია და რადგან არაფერი არ უთქვამს კომპანიას მის ტექნოლოგიის შესახებ, სავარაუდოა რომ ის ოპტიკური ტიპისაა. Nothing Phone (1) ასევე მუშაობს Nothing OS (1) გარსზე, რომელიც დაფუძნებულია Android 12 ოპერაციულ სისტემაზე.

ზემოთ აღნიშნულ გარსს მოყვება რამდენიმე მცირე დამატება სტანდარტული Android-ის ვერსიისგან როგორიცაა სწრაფი პარამეტრების კონტროლი Nothing’s ear-ისთვის (1) TWS ყურსასმენებისთვის და Tesla-ს ელექტრომობილებისთვის. Nothing გვპირდება, რომ მიიღებთ მხოლოდ ნაგულისხმევ Android აპებს და სწრაფ და გლუვ გამოცდილებას.

Nothing phone (1) is finally fully official

სმარტფონის 4,500 mAh ბატარეას აქვს 33 W სადენიანი დამუხტვის მხარდაჭერა (სრული დამუხტვის შესაძლებლობა 70 წუთში), 15 W უსადენო დატენვა (სრული დამუხტვა 120 წუთში), ასევე 5W რევერსული უსადენო დამუხტვა. Nothing Phone (1) ასევე აქვს IP53 სერთიფიკაცი წყალისგან დასავად. სმარტფონს ასევ მოყვება დასამუხტი აქსესუარიც მაგრამ არ მოყვება ყუთში, 45W სიმძლავრის რომლის შეძენაც ცალკე მოგიწევთ.

რა თქმა უნდა ამ მოწყობილობის მთავარი უნიკალური გაყიდვის მახასიათებელი იქნება გამჭვირვალობა უკანა ზედაპირი, ისევე როგორც “გლიფის ინტერფეისი” LED-ებით, რომლებიც ასევე იქვეა, და ისინი განთავსებულია სმარტფონის ფუნქციური უბნების გვერდით, რათა მათ რეალობაში გადმოცენ შესაბამისი ინფორმაცია. მაგალითად, როდესაც დამუხტავთ სმარტფონს თქვენ მის დონეს LED ინდიკატორითაც შეამოწმებთ, ან როდესაც უსადენო დატენვისას ახორციელებთ რაიმეს. LED-ები ასევე სინქრონიზებულია ზარის მელოდიებთან.

Nothing phone (1) is finally fully official

რაც შეეხება Nothing Phone (1) ფასს ის ასე გამოიყურება: €469 / £399 / INR 32,999 INR 8 GB ოპერატიული მეხსიერებით და 128 GB მეხსიერებით, 499 € / £ 449 / INR 35,999 8/256 GB და 549 € / £ 499 / INR 3. 12/256 GB.

დიდი ბრიტანეთის გარდა, Nothing Phone (1) იქნება შემოთავაზებული დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰონგ კონგში, უნგრეთში, ინდოეთში, ისრაელში, იტალიაში, მაკაოში, მალაიზიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, ფილიპინებში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში. , საუდის არაბეთი, ესპანეთი, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია, ტაივანი, ტაილანდი და UAE.


გააზიარე

დაბრუნება Posts