რა ტექნიკური მახასიათებლები ექნება ახალ Nvidia GTX 1630?!

დაბრუნება Posts

რა ტექნიკური მახასიათებლები ექნება ახალ Nvidia GTX 1630?!


მიუხედავად იმისა, რომ დესკტოპ GPU-ების ფასებმა ნორმალიზება დაიწყო, როგორც ჩანს, Nvidia მაინც მიიჩნევს, რომ საჭიროა რაღაც იაფი და მარტივის წარმოება – გავრცელებულმა ინფორმაციებმა აჩვენა, რომ უკვე გზაში არის Nvidia GTX 1630.

Nvidia GTX 1630 leaks, an entry level Turing card

Nvidia GTX 1630 ეს იქნება წინა საბაზისო მოდელის 1650-ის შემცირებული ვერსია. ეს ნიშნავს, რომ ის დაფუძნებული იქნება Turing არქიტექტურაზე. განსხვავება GTX 16-სა და RTX 20 სერიებს შორის არის ის, რომ პირველს არ გააჩნია ray tracing და tensor hardware. გაჟონილი მონაცემების მიხედვით, GTX 1630-ს ექნება ნაკლები CUDA ბირთვი, ვიდრე 1650, რაც ოდნავ ანაზღაურდება მონაცემთა მაღალი სიჩქარით.

GeForceGTX 1630*GTX 1650
GPU12nm Turing TU117-15012nm Turing TU117-300
CUDA cores512896
Boost clock1,785MHz1,590MHz
Memory4GB GDDR64GB GDDR6
Memory bus64-bit128-bit
Bandwidth96GB/s192GB/s
Nvidia GTX 1630 leaks, an entry level Turing card - GSMArena.com news

რაც შეეხება თავად GeForce GTX 1630-ს, მისმა ფოტოებმა ცოტა ხნის წინ გაჟონა. უკანასკნელს GTX 1650 Battle Axe-ის მსგავსი დიზაინი აქვს – ორი გაგრილების ვენტილატორი, HDMI, DisplayPort და DVI გამომავალი, პლუს 6-პინიანი კვების კონექტორი. ეს ბოლო ნაწილი ნიშნავს, რომ ბარათი გადააჭარბებს მაქსიმალურ 75 W TDP-ს, რომლის მხარდაჭერაც PCIe-ს შეუძლია.


გააზიარე

დაბრუნება Posts