Telegram-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ივნისიდან სერვისს ფასიანი ფუნქციები დაემატება

დაბრუნება Posts

Telegram-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ივნისიდან სერვისს ფასიანი ფუნქციები დაემატება


გასულ თვეში ინტერნეტში გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ Telegram-ს სურდა ფასიანი ფუნქციების გაშვება, დღეს კი კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, პაველ დუროვმა დაადასტურა, რომ ეს მართლაც რეალურად მოხდება.

Telegram Premium, თვის ბოლომდე ამოქმედდება. თუმცა, სანამ შეშფოთებას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა მიმდინარე ფუნქცია, რომელიც უფასოა, უფასო დარჩება. არა მხოლოდ ეს, არამედ ის ახალი ფუნქციებიც, რომლებიც უფასო სერვისს დაემატება მომავალშიც.

Telegram confirms Premium tier is coming this month with extra features -  GSMArena.com news

Telegram Premium საშუალებას მისცემს “ნებისმიერს შეიძინოს დამატებითი ფუნქციები, სიჩქარე და რესურსები”, ამბობს დუროვი. ის ასევე საშუალებას მისცემს მომხმარებლებს მხარი დაუჭირონ Telegram-ს და შეუერთდნენ კლუბებს, რომელიც პირველ რიგში მიიღებს ახალ ფუნქციებს. მომხმარებლებიც კი, რომლებიც არ გამოიწერენ Telegram Premium-ს, შეძლებენ ირიბად ისარგებლონ მისი ზოგიერთი უპირატესობით, როგორიცაა პრემიუმ მომხმარებლების მიერ გამოგზავნილი ზედმეტად დიდი დოკუმენტების, მედიისა და სტიკერების ნახვა.

დუროვი თავის განცხადებას, ამთავრებს იმით, რომ კომპანიის სარეკლამო ექსპერიმენტები Telegram-ზე უფრო წარმატებული იყო, ვიდრე მოელოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის თვლის, რომ სერვისი პირველ რიგში უნდა დაფინანსდეს მისი მომხმარებლებისგან და არა რეკლამის განმთავსებლებისგან, რათა უზრუნველყონ მომხმარებლების მთავარი პრიორიტეტი მომავალში.


გააზიარე

დაბრუნება Posts