26 წლიანი არსებობის შემდეგ Internet Explorer-მა ფუნქციონირება საბოლოოდ შეწყვიტა

დაბრუნება Posts

26 წლიანი არსებობის შემდეგ Internet Explorer-მა ფუნქციონირება საბოლოოდ შეწყვიტა


Microsoft-მა თითქმის 27 წლის შემდეგ დღეს საბოლოოდ შეწყვიტა IE-ს მხარდაჭერა. მოძველებული ბრაუზერი Microsoft Edge-ის სასარგებლოდ ფუნქციონირებას შეწყვეტს, IE 11-ის მხარდაჭერა 15 ივნისს ოფიციალურად შეწყდა ეს არის ინტერნეტის ეპოქის დასასრული, მას შემდეგ, რაც Microsoft თავდაპირველად ჩამოშორდა Internet Explorer-ის ბრენდს Windows 10-ის გამოშვებით 2015 წელს.

აღნიშნული სიახლე მომხმარებლებისთვის, ბევრ ცვლილებას არ გამოიწვევს, რადგან Internet Explorer-ის გამოყენება ბოლო წლებში აგრძნობლად დაეცა, StatCounter-მა აჩვენა, რომ IE-ს ბრაუზერის მთლიანი ბაზრის წილის ნახევარ პროცენტზე ნაკლები აქვს.

Microsoft უახლოეს თვეებში დაიწყებს ახალი შეთავაზების გამოქვეყნებას, რომელიც გადამისამართებს მათ, ვინც ჯერ კიდევ იყენებს Internet Explorer-ს, Microsoft Edge-ზე. საბოლოოდ, Internet Explorer სამუდამოდ გაითიშება Windows-ის მომავალი განახლების ფარგლებში.


გააზიარე

დაბრუნება Posts