Leica-მ Huawei-სთან თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყვიტა

დაბრუნება Posts

Leica-მ Huawei-სთან თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყვიტა


დღეს Xiaomi-მ გაანცხადა, რომ ამიერიდან იგი პარტნიორობას იწყებს Leica-სთან, შედეგად უკანასკნელმა დაასრულა Huawei-სთან ხანგრძლივი თანამშრომლობა (2016 წლიდან). ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა: „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა დასრულდა 31 მარტს“.

Xiaomi and Leica to launch a co-branded phone in July

ეს ნიშნავს, რომ P50 და P50 Pro არის Huawei-ის ბოლო სმარტფონები, რომელიც აღჭურვილია Leica-ს კამერის ლინზებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ P50 Pocket-მა გამოტოვა Leica-ს მხარდაჭერა, მიუხედავად გასული წლის დეკემბერში გამოსვლისა (პარტნიორობის ოფიციალურად დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე). ეს ნიშნავს, რომ Huawei Mate 50, როდესაც ის გამოჩნდება ბაზაზრზე, ასევე არაბრენდირებული კამერის ლინზებით იქნება აღჭურვილი.

ჯერ კიდევ გასული წლის მაისში იყო ვარაუდები, რომ Leica ცდილობდა Huawei-სთან თანამშრომლობის გაწყვეტას მას შემდეგ, რაც Huawei-ს ბაზრის წილი შემცირდა სავაჭრო სანქციების გამო. Xiaomi და Honor იყო მოხსენებული, როგორც პოტენციური ახალი პარტნიორები და როგორც ჩანს, Xiaomi-მ საბოლოოდ გაიმარჯვა. კომპანიის პირველი სმარტფონი, რომელიც Leica-ს კამერის ლინზებით იქნება აღჭურვილი ივლისში გამოვა Xiaomi 12 Ultra-ს სახელით.


გააზიარე

დაბრუნება Posts