Google Assistant-ს მალე თქვენი პერსონალური ხმის ამოცნობა შეეძლება

დაბრუნება Posts

Google Assistant-ს მალე თქვენი პერსონალური ხმის ამოცნობა შეეძლება


Android-ის Google აპლიკაციის ერთ-ერთ ვერსიაში Google Assistant ფუნქციის გაუმჯობესების პოტენციური გეგმები აისახა (რა თქმა უნდა, APK-ებში ღრმა ძიება ყოველთვის არ არის ზუსტი და ზოგიერთი ფუნქციონალი შეიძლება არ იყოს მიღებული მომავალ ვერსიებში).

ყოველ შემთხვევაში, საინტერესოა იმის დანახვა, რომ Google კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს დგამს ჭკვიანი ასისტენტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. როგორც ჩანს, თუ აირჩევთ Google Assistant-ის გაუმჯობესებულ გამოცდილებას, სისტემა შეინახავს და გააანალიზებს თქვენს ხმას „მეტყველების პერსონალიზებული ამოცნობისთვის“.

Google Assistant will soon recognize your voice - GSMArena.com news

ხმის შენახვა და ანალიზი გააუმჯობესებს რეაგირების დროს და სიზუსტეს, რადგან მომხმარებლების ხმა და ხშირად გამოყენებული სიტყვები გახდება ცნობილი Google ასისტენტისთვის. ასისტენტს ასევე ექნება წვდომა Google-ის სერვერებზე, სადაც მოხდება სხვა მომხმარებლების მეტყველების მოდელების შეჯამება და ანალიზი. ფუნქცია, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს ბრძანებების და კონტაქტების სახელების უფრო გაფართოებულ ამოცნობას.

რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობის გამო, ითვლება, რომ Google პარამეტრებში დატოვებს არჩევანს, რომ უარი თქვას მეტყველების პერსონალიზებულ ამოცნობაზე, თუ არ გსურთ, რომ თქვენი ხმა სადმე შენახულიყო.


გააზიარე

დაბრუნება Posts