Google 1 მილიონ Android აპლიკაციას Play Store-იდან წაშლის

დაბრუნება Posts

Google 1 მილიონ Android აპლიკაციას Play Store-იდან წაშლის


Google Play Store-ში თითქმის 900000 მივიწყებულ Android აპს ამ წლის ბოლოს განადგურება ემუქრება. გამოცემა Pixalate-ის თანახმად, Play Store შეიცავს დაახლოებით 869,000 აპლიკაციას, რომლებიც არ განახლებულა ბოლო 2+ წლის განმავლობაში. ისინი წარმოადგენენ უსაფრთხოების საფრთხეს, რის გამოც Google აპირებს მათ მიუწვდომელ გახადოს Android 13-ისთვის.

Android აპები, რომლებსაც არ მიუღიათ განახლებები ორი ან მეტი წლის განმავლობაში და დავიწყებული რჩება Play Store-ზე, იგი დაიმალება ძიების შედეგებიდან ან მთლიანად წაიშლება მაღაზიიდან.

Apple-ც App Store-ში მსგავს გზას მიჰყვება. ანალიტიკოსების აზრით, App Store შეიცავს დაახლოებით 650,000 არააქტიურ აპს შედეგად Google-ის ანალოგიურად კომპანია აღნიშნული აპლიკაციების წაშლას გეგმავს.

Apple-ის ამ პრობლემის გადაწყვეტა ჯერ არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც Google-ის, მაგრამ iOS-ის ზოგიერთმა დეველოპერმა განაცხადა, რომ იცის, რომ Apple-ს სურს მოძველებული აპლიკაციების მთლიანად ამოღება თავისი პლატფორმიდან.


გააზიარე

დაბრუნება Posts