Galaxy Z Flip4-ს წინამორბედთან შედარებით კიდევ უფრო დიდი გარე ეკრანი ექნება
ჭორები Samsung-ის შემდეგი თაობის დასაკეცი მოწყობილობების ირგვლივ დღითიდღე ფართოვდება. უახლესი ინფორმაცია კი მოდის ინსაიდერ Ross Young-ისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ Z Flip4 იქნება უფრო დიდი გარე ეკრანი ექნება ვიდრე მის წინამორბედს. Young აკონკრეტებს, რომ Flip4-ის გარე პანელი 2 დიუმზე მეტი იქნება, თუმცა ჩვენ მის კონკრეტულ ზომას ამ ეტაპზე ვერ ვიგებთ.
შედარებისთვის, Galaxy Z Flip3-ის გარე ეკრანი 1.9 დიუმისაა. ბოლოდროინდელი ინფორმაციით Z Flip4-ს ასევე ექნება 3,400 mAh ბატარეის მოცულობა, მის წინამორებდთან შედარებით, რომელსაც 3,300 mAh ჰქონდა. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ სავარაუდოდ, Z Flip4-ის დებიუტი მოხდება Snapdragon 8 Gen1 + ჩიპსეტით.