Elon Musk-ის თქმით, რუსეთიდან Starlink-ზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა

დაბრუნება Posts

Elon Musk-ის თქმით, რუსეთიდან Starlink-ზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა


ილონ მასკმა განაცხადა, რომ უკრაინაში განლაგებული Starlink სატელიტური ინტერნეტ სისტემა ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევს რუსული ჰაკერებისგან მზარდ შემოტევებს

Reuters-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც მასკმაც გააზიარა, ქვეყნების გარკვეულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერდა კიბერშეტევას სატელიტური ინტერნეტ სისტემების წინააღმდეგ, რამაც საბოლოოდ ათიათასობით მოდემის გამორთვა გამოიწვია 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ზემოთ აღნიშნულის შედეგად, უკრაინის ტექნოლოგიების მინისტრმა მასკს მოუწოდა საკუთარი Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი უკრაინაშიც გაეხადა ხელმისაწვდომი. მასკმა ეს თხოვნა მიიღო და 27 თებერვალს სატელიტური ინტერნეტი უკრაინისთვისაც გახადა ხელმისაწვოდმი.


გააზიარე

დაბრუნება Posts