Bloomberg-ის ინფორმაციით, iOS 16-ს მალე შესაძლოა Always-on Display მხარდაჭერა ჰქონდეს
Power On-ის უახლეს გამოცემაში, Bloomberg-ის ინფორმაციით, iOS 16 საბოლოოდ შეიძლება შეიცავდეს Always-on Display ფუნქციას მომავალი iPhone 14 Pro-სთვის და iPhone 14 Pro Max-ისთვის. თავდაპირველად აღნიშნული ჭორები iPhone 13 Pro-ის გამოსვლისას ვრცელდეობა, თუმცა ამჯერად Apple-ის მომდევნო ფლაგმანურ სმარტფონს შეიძლება ნამდვილად ჰქონდეს ეს დიდი ხნის ნანატრი ფუნქცია.

სტატიის ავტორი აცხადებს, რომ:
“მე მითხრეს, რომ iOS 16-ს ექნება სამომავლო მხარდაჭერა Always-on Display ფუნქციისთვის, რასაც Apple თავდაპირველად გეგმავდა შარშანდელი iPhone 13-ისთვის. ეს საშუალებას მისცემს iPhone-ს მნიშვნელოვნად შეამციროს Hz სიხშირე დაბლოკილ ეკრანზე და სწრაფად გამოაჩინოს თვალსაჩინო ინფორმაცია. – Apple Watch-ის მსგავსად”.
ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ მის ინფორმაციით, Always-on Display რეჟიმი ექსკლუზიურია მხოლოდ iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელებისთვის (…)