20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, Apple საბოლოოდ წყვეტს iPod-ის წარმოებას

დაბრუნება Posts

20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, Apple საბოლოოდ წყვეტს iPod-ის წარმოებას


როგორც იცით Apple-მა პირველადiPod-ი ორი ათეული წლის წინ გამოუშვა თუმცა სამწუხაროდ მისი კონცეფცია აღარ ჯდება ჩვენს თანამედროვე სამყაროში. მუსიკის სტრიმინგისთვის, ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ iPhone, Apple Watch და AirPods. რაც შეეხება მათ, ვინც ეძებს ხელმისაწვდომ მოწყობილობას თამაშებისთვის ან ონლაინ შინაარსის საყურებლად, iPad არის ყველაზე სასურველი მოწყობილობა, ასევე აქვს უფრო დიდი ეკრანი. ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახლახან გამოაცხადა, რომ იგი საბოლოოდ აუქმებს iPod-ის ხაზს. iPod Touch 7 (2019) იქნება ბოლო მოდელი, რომელიც გაყიდვაში იყო.

The iPod is finally dead as Apple discontinues the iPod touch

კომპანიის თქმით, iPod Touch 7 გაყიდვაში დარჩება სანამ მარაგი დასრულდება. კომპანია შემდგომში არ განაახლებს ან გამოუშვებს განახლებულ მოდელებს.

კუპერტინოელებმა აღნიშნეს, თუ როგორ იცხოვრებს მუსიკა Apple-ის სხვა მოწყობილობების მეშვეობით, რომლებსაც დღეს ყიდის. ბოლოს და ბოლოს, Apple Music და სხვა სტრიმინგის სერვისები ხელმისაწვდომია iPhone-ებზე, iPad-ებზე, Mac-ებზე, Apple Watches-ზე, HomePods-ზე და ა.შ. ასე რომ, სპეციალურად მუსიკის მოხმარებისთვის შექმნილ დაბალი დონის მოწყობილობას დღეს აზრი აღარ აქვს.


გააზიარე

დაბრუნება Posts