ჩინეთში განვითარებული “ლოქდაუნის” გამო iPhone 14-ზე აქტიური მუშაობა რამდენიმე კვირით გადაიდო

დაბრუნება Posts

ჩინეთში განვითარებული “ლოქდაუნის” გამო iPhone 14-ზე აქტიური მუშაობა რამდენიმე კვირით გადაიდო


Nikkei Asia-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, Apple-ის მომწოდებლები ჩინეთში ჩამორჩებიან მისი iPhone 14 სერიის ერთ-ერთი მოდელის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე “ლოქდაუნის” გამო. ამის გამოკი Apple-მა მოუწოდა მომწოდებლებს დააჩქარონ კომპონენტების განვითარება, რათა დარჩეს წარმოების გრაფიკის გზაზე.

iPhone 14: Here's what we know so far about new features - 9to5Mac

Foxconn, Pegatron და Luxshare Precision Industry არის სამი ძირითადი მიმწოდებელი iPhone-ის მომავალი მოდელებისთვის, ხოლო უკანასკნელი ორი კომპანია განიცდის შანხაიში ქარხნების ნელი მუშაობის გრაფიკს. შეფასებით, ჩინეთში “ლოქდაუნმა” და iPhone-ის მომავალი მოდელების წარმოების შეფერხებამ შესაძლოა Apple-ს $8 მილიარდამდე ზარალი მოუტანოს.

iPhone-ის განვითარების წარსული გრაფიკებიდან გამომდინარე, ყველა ახალი iPhone-ი ივნისისთვის მიაღწევს საინჟინრო დადასტურების ტესტის (EVT) ფაზას, მაგრამ ახალი ანგარიში ადასტურებს, რომ 14 სერიის მოდელიდან ერთი მაინც სამი კვირით ჩამორჩება გრაფიკს. Apple-ის მიზანია სექტემბრისთვის ამოქმედდეს მისი მასობრივი iPhone 14 სერიის წარმოების ხაზი, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა ეს ასე წელს.


გააზიარე

დაბრუნება Posts