მალე შესაძლოა Apple Watch Series 8-ს სხეულის ტემპერატურის გაზომვის ფუნქცია ჰქონდეს
Apple Watch Series 8-ს, რომელის გამოსვლაც 2022 წლის მესამე კვარტალშია დაგეგმილი, შესაძლოა სხეულის ტემპერატურის გაზომვის ფუნქცია ჰქონდეს. პოპულარული Apple-ის ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo ამბობს, რომ Watch Series 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვის ფუქნციით 2022 წლის მეორე ნახევარში გამოვა.
Kuo-ს თქმით, გასული წლის Watch Series 7-ს არ ჰქონდა სხეულის ტემპერატურის გაზომვა, რადგან გაზომვის ალგორითმი ვერ აკმაყოფილებდა საინჟინრო ვალიდაციის ტესტს.

ზუსტი შედეგების მისაღებად ალგორითმის სწორად მიღება მნიშვნელოვანია, რადგან სმარტ საათს არ შეუძლია ძირითადი ტემპერატურის გაზომვა მხოლოდ აპარატურის მხარდაჭერით, რადგან იგი უნდა დაეყრდნოს კანის ტემპერატურას, რომელიც სწრაფად იცვლება გარე გარემოდან გამომდინარე.

ამრიგად, თუ ალგორითმი დააკმაყოფილებს Apple-ის ხარისხის მოთხოვნებს Watch Series 8-ის მასობრივი წარმოების დაწყებამდე, სმარტ საათს მოჰყვება სხეულის ტემპერატურის გაზომვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტხანს მოგვიწევს ლოდინი Apple Watch-ით, სხეულის ტემპერატურის გაზომვა.
ანალიტიკოსმა ასევე თქვა, რომ Samsung დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე თავისი Galaxy Watch 5-შიც. შესაბამისად დიდი ალბათობით მან შესაძლოა ვერ გაზომოს სხეულის ტემპერატურა ალგორითმის არასტაბილურობის გამო.