ერთ-ერთმა მომხმარებელმა Google Pixel 7-ის პროტიტიპი eBay-სა Facebook Marketplace-ზე გასაყიდად განათავსა!

დაბრუნება Posts

ერთ-ერთმა მომხმარებელმა Google Pixel 7-ის პროტიტიპი eBay-სა Facebook Marketplace-ზე გასაყიდად განათავსა!


გუშინ ღამით, eBay-სა და Facebook Marketplace-ზე Google Pixel 7-ის პროტოტიპი გამოჩნდა გასაყიდად. ორივე განცხადება გამოქვეყნდა ერთი და იგივე პირის მიერ.

გაურკვეველია, როგორ მიიღო გამყიდველმა Google Pixel 7 პროტოტიპი და არა მხოლოდ Pixel 7, გადაღებულ ფოტოებში ასევე ჩანს, რომ სურათები გადაღებულია Google Pixel 7 Pro პროტოტიპის მიერ. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ფოტოები Verizon-ის თანამშრომლისგან გავრცელდა, რადგან აღნიშნული სმარტფონით თუ ვიმსჯელებთ იგი სავაურადოდ ტესტირების მიზნით იყო გამოყენებული Verizon-ის ქსელში.

Google Pixel 7 და 7 Pro ბაზარზე ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება, სავარაუდოდ ოქტომბერში, როგორც ეს ტრადიციულად ხდება.


გააზიარე

დაბრუნება Posts