გავრცელებული ინფორმაციით, Pixel Watch 2018 წლის Exynos-ის ჩიფსეტს გამოიყენებს

დაბრუნება Posts

გავრცელებული ინფორმაციით, Pixel Watch 2018 წლის Exynos-ის ჩიფსეტს გამოიყენებს


რამადენიმე დღის წინ გამართულ Google I/O კონფერენციაზე კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ იგი მუშაობს ახალ სმარტ საათზე, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომას Pixel 7 ერთად გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა, Google არ იყო ძალიან ხმამაღალი საათის დეტალების შესახებ, ამიტომ ბევრი კითხვა დაიბადა Pixel Watch-ის შესახებ.

Pixel Watch will reportedly use an old Exynos processor - Techoneupdates

საბედნიეროდ, 9to5Google-ის წყაროებმა შეიტყვეს, რომ საათი იმუშავებს Exynos 9110 ჩიფსეტზე. უკანასკნელი არის 2018 წლის ჩიპსეტი, რომელიც დაფუძნებულია 10 ნმ ტექნოლოგიაზე ორი Cortex-A53 ბირთვით. მისი უახლესი ალტერნატივა კი Exynos W920 პლატფორმა იქნება, რომელიც განთავსებულუია Galaxy Watch4 სერიებში. ის იყენებს ბევრად უფრო ეფექტურ 5 ნმ კვანძს და აქვს ბევრად უფრო ძლიერი Cortex-A55 ბირთვები.

მაშ, რატომ დებს Google ფსონს ძველ ჩიფსეტზე თავისი 2022 წლის პროდუქტისთვის? წყაროების თანახმად, კომპანია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს Pixel Watch-ზე და მთელი განვითარება ეფუძნება ძველ ჩიპს. ახალ პლატფორმაზე გადასვლა კიდევ უფრო დააყოვნებდა სმარტ საათის გამოსვლას.

გარდა ამისა, Samsung-მა შესაძლოა ჯერ არ გაყიდოს თავისი W920 ჩიფსეტი მესამე მხარეებზე და გაურკვეველია, როდის შეძლებს Google აღნიშნულ ჩიპის შეძენას.


გააზიარე

დაბრუნება Posts