HarmonyOS 3.0-ის პირველი ბეტა ვერსია მომავალი თვიდან გახდება ხელმისაწვოდმი
Weibo-ს მომხმარებელმა Changan Digital King-მა დეველოპერის ინოვაციების კონკურსიდან გაავრცელა ფოტო, რომელზეც ნაჩვენებია, რომ Harmony OS 3.0-ის სტაბილური ვერსიის გამოშვება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი. მანამდე შეგახსენებთ, რომ 2.0 ვერსია ივნისში გამოვიდა და სექტემბრის შუა რიცხვებისთვის მას უკვე 100 მილიონი მოწყობილობის ინსტალაციის ბაზა ჰქონდა.

შესაბამისად სავარაუდოა, რომ ჩვენ მალე უნდა ვიხილოთ v3.0 – ბეტა ვერსია, რომელიც სავრაუდოდ მაისში გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა Huawei-ს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. აქვე ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ მართალია ახალი ვერსია აუმჯობესებს ინტერფეისსა და მის მუშაობს, თუმცა მას არ მოაქვს ძირითადი ცვლილებები OS-ის გარეგნობასა და ვიზუალში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ Huawei-მ ახლახან გამოუშვა ArkUI, ინტერფეისის ჩარჩო HarmonyOS აპლიკაციების შესაქმნელად TypeScript-ის ან JavaScript-ის გამოყენებით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას 3.0-ის აპლიკაციების შესაქმნელად.