11 მაისს კომპანია Google Play Store-ზე ყველა ზარის ჩამწერ აპლიკაციას გააუქმებს
Android 10-დან მოყოლებული, Google-მა გააუქმა ზარის ჩაწერის ფუქნცია. 11 მაისიდან კი კომპანია ახორციელებს Google Play Store-ის ახალ პოლიტიკას, რომელიც ხელს უშლის მესამე მხარის აპებს Accessibility API-ის გამოყენებაში ზარის აუდიო ნაკადის ჩასაწერად.

ეს ცვლილებები გაუმჯობესებულია კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოებისკენ, რადგან ზარის ჩაწერის კანონები მთელ მსოფლიოში საკმაოდ განსხვავდება. თუმცა, სისტემა, წინასწარ დაინსტალირებული აპები, რომლებსაც უკვე აქვთ Accessibility API-ზე შეხების ნებართვა, ცვლილებაზე გავლენას არ მოახდენს.
Google-ის თქმით, აღნიშნული პოლიტიკა შემოიფარგლება მხოლოდ მესამე მხარის ზარების ჩამწერი აპებით Play Store-ზე. ზარის ჩაწერის ძირითადი სისტემური ფუქნცია სმარტფონებზე, როგორებიც აქვს Google Pixel-ს ან Xiaomi სმარტფობებზე Mi Dialer-ით, მასზე არ იმოქმედებს შეზღუდვა.