კომპანია Apple-მა სმარტ საათებში სისხლის წნევის გაზომვის ფუნქციის განთავსება 2024 წლამდე გადადო

დაბრუნება Posts

კომპანია Apple-მა სმარტ საათებში სისხლის წნევის გაზომვის ფუნქციის განთავსება 2024 წლამდე გადადო


როგორც იცით, Samsung-ის სმარტ საათს Galaxy Watch4-ს უკვე აქვს არტერიული წნევის მონიტორინგის ფუნქცია, მაგრამ Apple უკვე საკმაოდ დიდ დროს უთმობს აღნიშnული ფუნქციის განთავსებას საკუთარ სმარტ საათებში. Bloomberg-ის ინსაიდერის მარკ გურმანის ახალი მოხსენების თანახმად, კომპანიას აღნიშნული ფუნქცია სმარტ საათებშ შეიძლება მხოლოდ 2024 წლისათვის ჰქონდეს.

გუნდები უკვე მუშაობენ ამაზე, მაგრამ, სავარაუდოდ, სიზუსტე იყო გამოწვევა იმის დასადგენად, აქვს თუ არა მომხმარებელს მაღალი წნევა. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ს სურს, რომ არტერიული წნევის გაზომვის ფუნქციამ უბრალოდ გააფრთხილოს Apple Watch-ის მომხმარებლებს რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ ჰიპერტენზია.

Apple Watch may only get blood pressure tool in 2024 - GSMArena.com news

Apple-ს ასევე ჰყავს გუნდები, რომლებიც მუშაობენ სისხლში გლუკოზის არაინვაზიური მონიტორინგის დამატებაზე მის სმარტ საათებზე, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ფუნქცია “რამდენიმე წელია რაც ვითარდება” და “ჯერ არ არის მინიჭებული გამოშვების სამიზნე წელი”.

გავრცელებული ინფორამციით ასევე, სხეულის ტემპერატურის სენსორით შესაძლოა წლევანდელი Apple Watch გახდეს აღჭურვილი. შესასაბამისად სმარტ საათს შესაძლებლობა ექნება გაიგოს აქვს თუ არა მომხმარებელს სხეულის ნორმალურზე მაღალი ტემპერატურა, მაგრამ, ისევე როგორც არტერიული წნევის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აჩვენოს რეალური გაზომვა. იგივენაირად ფუნქციონირებს Fitbit სენსორი – თქვენ მიიღებთ “დიაპაზონს” და საათი გეუბნებათ, თუ რომელი ტემპერატურამდე გადახვედით თქვენი ნორმალური დიაპაზონიდან.


გააზიარე

დაბრუნება Posts