ინტერნეტ სივრცეში Pixel Watch-ის მორიგი ახალი ფოტოები გავრცელდა

დაბრუნება Posts

ინტერნეტ სივრცეში Pixel Watch-ის მორიგი ახალი ფოტოები გავრცელდა


რამდენიმე წლის წინ iPhone 4-ის მსგავსად ვიღაც პირმა Nexus 4-ის პროტოტიპი დაკარგა სან-ფრანცისკოს რესტორანში. ახლა ისტორია მეორდება Pixel Watch-ის პროტოტიპთან ერთად, თუმცა ამჯერად სიუჟეტი ჩიკაგოს რესტორანში ვითარდება. გაურკვეველია ვინ დატოვა იგი, რადგან არავინ დაბრუნებულა საათის უკან წასაღებად. შესაძლოა ვივარაუდოთ ისიც, რომ ეს კომპანიის მორიგი სპეციალური ხრიკიც შეიძლება იყოს, რადგან Google ასეთი უცნაურ გადაწყვეტილბებს ხშირად იღებდა Pixel-ის შემთხვევაში, კერძოდ კი ისინი სმარტფონების გამოსვლამდე რამდნიმე თვით ადრე თავად ავრცელებდნენ სმარტფონების დიზაინს.

სიუჟეტის მიხედვით, საათი ბარმენმა იპოვა და ქვემოთ მოცემული ფოტოები მისმა მეგობარმა Redditor tagtech414-მა გააზიარა. საათს არ ჰქონდა დამტენი, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სმარტ საათის დიზაინის ნახვა.

საათს აქვს მოსახსნელი სილიკონის სამაჯური (20 მმ), რომლის მიმაგრებაც, გავრცელებული ინფორმაციით, რთული იყო. რაც შეეხება თავად საათს, რედითის მომხმარებელი იტყობინება, რომ მისი ტარება ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე Galaxy Watch-ის და თან ის საოცრად თხელია. საათი მისი თქმით მთლიანობაში შესაფერისია დღის ნებისმიერ პერიოდში სატარებლად.

საათის ნახვას სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს Pixel 7-ის გამოსვლისას შევძლებთ, რადგან ინსაიდერების თქმით ის ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და მის თიზერულ დაანონსებას 11 მარტს გამართულ Google  I/O კონფერენციაზე შევძლებთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts