ანალიტოკოსების ვარაუდით, 2024 წლის iPhone-ებს ეკრანში დამალული კამერა და Face ID ექნება
ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკრანქვეშა კამერის ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად აკლია გამოსახულების დამაკმაყოფილებელი ხარისხი.
Apple-ის ინსაედირის Ming-Chi Kuo-ს ვარაუდით, 2024 წლის iPhone-ებს ეკრან ქვეშ განთავსებული სელფის კამერა და Face ID ექნება. თუმცა, მისი თქმით, დაგეგმილი განახლება უფრო მარკეტინგული მიზანია, ვიდრე რეალური ტექნოლოგიური მიღწევები.

ეკრანქვეშა სელფის კამერები ყოველთვის არახელსაყრელი იქნება ჩვეულებრივ კამერებთან შედარებით, როდესაც საქმე ეხება გამოსახულების ხარისხს. ძირითადი მიზეზი კი ის არის რომ, ნაკლები შუქი შემოდის სენსორში, ზემოდან ზედმეტი ფენის გამო. სწორედ ამიტომ, ISP და მაკორექტირებელი ალგორითმები გადამწყვეტია ამ ეფექტის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა საინტირესო იქნება შეიმუშავა თუ არა Apple-მა რაიმე საინტერესო ახალი ტექნოლოგია ამის ასანაზღაურებლად. სამწუხაროდ, ამის გასაგებად ჯერ კიდევ 17 თვე გვაქვს წინ.