რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კომპანია Samsung MWC კონფერენციაზე ახალ გაჯეტებს წარადგენს

დაბრუნება Posts

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კომპანია Samsung MWC კონფერენციაზე ახალ გაჯეტებს წარადგენს


Samsung-ი Galaxy Book ხაზის ახალ ლეპტოპს 27 თებერვალს გამართულ ღონისძიებაზე წარადგენს, უკანასკნელი კი ემთხვევა წლევანდელ მობილური მსოფლიო კონგრესს (MWC). გამოქვეყნებულ პატარა ანიმაციაში ჩანს ლეპტოპი, რომელიც იშლება, სანამ მას შეუერთდება Samsung-ის სხვა პროდუქტების კოლექცია, მათ შორის ჭკვიანი საათი, სმარტფონი და ტაბლეტი. ღონისძიება გადაიცემა Samsung-ის YouTube არხზე 27 თებერვალს თბილისის დროით 22:00-ზე.

თანხლებ ბლოგპოსტში, Samsung Electronics-ის გამოთვლითი კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი, ჰარკ-სანგ კიმი, რამდენიმე მინიშნებას იძლევა კომპანიის პრიორიტეტების შესახებ. მისი თქმით, მათი მიზანია შემოგვთავაზონ „უწყვეტი გამოცდილება მოწყობილობებსა და ოპერაციულ სისტემებში მათ სხვადასხვა Galaxy მოწყობილობებთან”.

მისივე თქმით, მომავალი Galaxy Book მოწყობილობები შეიქმნება Samsung-ისა და Intel-ის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ლეპტოპებს Intel CPU-ით.


გააზიარე

დაბრუნება Posts