გრძელვადიანი მუშაობის მიუხედავად Apple-ის VR/AR სათვალეებს 2023 წლამდე ვერ ვიხილავთ

დაბრუნება Posts

გრძელვადიანი მუშაობის მიუხედავად Apple-ის VR/AR სათვალეებს 2023 წლამდე ვერ ვიხილავთ


წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Apple გამოუშვებდა VR/AR სათვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშები ასახავდნენ კომპანიის პირველი შერეული რეალობის სათვალის შესაძლო გამოშვებას 2022 წელს, Bloomberg-ის ინფორმაციით მოწყობილობა განვითარების გარკვეულ შეფერხებებს ხვდება და შესაძლოა იგი არ ვიხილოთ 2023 წლამდე.

Apple's AR headset to use MacBook Pro's power supply - GSMArena.com news

წინასწარი ინფორმაციით, Apple გეგმავდა სათვალის წარდგენას წლევანდელ მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციაზე, მაგრამ პრობელბემებმა, რომლებიც დაკავშირებულია გადახურებასთან, კამერებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, უარყოფითათ იმოქმედა გაჯეტის განვითარებაზე. შესაბამისად, ვარაუდი რომ Apple-ი მას წელს წარადგნედა და მას გაყიდვაში 2023 წელს ჩაუშვებდა სამწუხაროთ არ გამართლდა.

აღნიშნულ სათვალეს საკმაოდ მაღალი წარმადობა ექნება, რადგან Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple მასზე 2000 დოლარზე მეტ ფასს განიხილავდა.. გავრცელებული ინფორმაციით, მას ექნება ორი პროცესორი, სიდანაც მინიმუმ ერთი იქნება ახალი M1 Pro ჩიპი, რომელიც ხელმისაწვდომია კომპანიის განახლებული MacBook Pro-ზე. წინა მოხსენებებში ასევე ნათქვამია, რომ ყურსასმენს ექნება ორი 4K OLED მიკროდისპლეი, 3D სენსორები თვალყურის დევნისთვის.


გააზიარე

დაბრუნება Posts