ექსკლუზივი: OnePlus 10-ის დიზაინი უკვე ცნობილია!
მას შემდეგ, რაც OnePlus-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის აღარ გამოუშვებს T-სახელით ფლაგმანს, ყველას თვალი მიპყრობილი იყო OnePlus 10 სერიისკენ, რომელიც ახლახან გამოჩნდა უკვე ჩვენს რადარებშიც. წყაროების თანახმად, OnePlus 10 სერიის სმარტფონები მომავალი წლის იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში გამოვა!
მართალია, სმარტფონის შესახებ ჯერ ყველა ტექნიკური მახასიათებლები არ არის ცნობილი, თუმცა წყარო ირწმუნება, რომ დიზაინი საბოლოოა. ეს კი ნიშნავს, რომ უკანა მხარეს სამმაგი კამერის საკმაოდ არაორდინალური დიზაინი საბოლოოდ დადასტურებულია.
გარდა ამისა, წყარო ირწმუნება, რომ Pro მოდელი 125 ვტ-მდე დამუხტვის მხარდაჭერა ექნება, რის გამოც 5000 mAh ბატარეის მთლიანი დატენვა 20 წუთში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ხელმისაწვდომ ფერებს, OnePlus-მა ამ სმარტფონისათვის შავი, თეთრი და ღია ცისფერი ვარიაციები აარჩია.