Galaxy Note სერიას ამიერიდან Galaxy S22 Ultra ჩაანაცვლებს

დაბრუნება Posts

Galaxy Note სერიას ამიერიდან Galaxy S22 Ultra ჩაანაცვლებს


ინტერნეტ სივრცეში მრავალი ჭორის გავრცელების შემდეგ ამჯერად Samsung Galaxy S22 Ultra პირველად გამოჩნდა CAD რენდერების სერიაში, სადაც ნაჩვენებია მოწყობილობა, რომელიც საოცრად ჰგავს Galaxy Note 20 -ს.

ფოტოები თავდაპირველად გამოქვეყნდა Digit– სთან და ცნობილ ინსაიდერ @Onleaks– თან კოლაბორაციის შედეგად, სადაც ნაჩვენებია Galaxy S22 Ultra– ს პირველი ფოტოები, რომელიც იდენტურად იმეორებს Galaxy Note 20 Ultra– დიზაინს, მაგრამ ამავე დოროს უკანა მხარეს ოდნავ განსხვავებული კამერის მოდულით.

თუმცა, ყველაზე ამაღელვებელი ის არის, რომ რენდერებზე ნათლად ჩანს S Pen- ისთვის განკუთვნილი სპეციალური სლოტი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ Samsung-ი ემზადება S და Note სერიის შერწყმისთვის.

ეს ნაბიჯი არ იქნება იმდენად შოკისმომგვრელი, თუ გავითვალისწინებთ Samsung– ის მერყევ პოზიციას Galaxy Note სერიებზე გლობალური ჩიპების დეფიციტის ფონზე. კომპანიამ წელს გამოტოვა Note სერია და სამაგიეროდ გადაწყვიტა S Pen- ის მხარდაჭერა Galaxy Z Fold 3 -ისთვის.

თუმცა, იყო ჭორები, რომ კომპანია გეგმავდა Galaxy S და Note შემადგენლობის გაერთიანებას რაღაც მომენტში, რაც კომპანიამ ერთგვარად მიაღწია წლევანდელ Galaxy S21 Ultra-ზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წლის ერთ – ერთი საუკეთესო Android სმარტფონი არ გამოდიოდა S Pen-ის განკუთვნილ სპეციალურ სლოტთან ერთად შესაბამისად, მომხმარებლებს უწევდათ ცალკე კალმისა და ქეისის ყიდვა.

უახლესი ინფორმაციის თანახმად, Galaxy S22 Ultra ჩაანაცვლებს Note სერიას S Pen– ის გამოყოფილი სლოტით, ხოლო თუ რენდერებს დავაკვირდებით როგორც ჩანს, სამსუნგმა შესაძლოა საბოლოოდ გააერთიანოს S და Note სერია

რა თქმა უნდა, ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ცალკე Galaxy Note სერიის შემდგომი დაკვირვება გამორიცხული იქნება.

და ბოლოს, მართალია, აღნიშნული ინსაიდერისგან ხშირად საკმაოდ ზუსტი ინფორმაციები ვრცელდება სხვდასხვა სმარტფონების შესახებ, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ Galaxy S22 Ultra-ს გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. შესაბამისად არ არის გამორიცხული აღნიშნული ფოტოები წარმოადგენდეს მხოლოდ სმარტფონის ერთ-ერთ პროტოტიპს და მასში დროის გასვლის შემდეგ შევიდეს გარკევული დიზაინერული ცვლილებები. თუმცა მიუხედავად ამისა ის ფაქტი, რომ S22 Ultra ამიერიდან Note სერიის მემკვიდრე გახდება უტყუარია!


გააზიარე

დაბრუნება Posts