11T & 11T Pro Xiaomi-ს პირველი სმარტფონები გახდებიან, რომლებიც ოპერაციული სისტემის 3 წლიან და უსაფრთხოების 4 წლიან განახლებას მიიღებენ

დაბრუნება Posts

11T & 11T Pro Xiaomi-ს პირველი სმარტფონები გახდებიან, რომლებიც ოპერაციული სისტემის 3 წლიან და უსაფრთხოების 4 წლიან განახლებას მიიღებენ


გასული წლის მანძილზე სულ უფრო და უფრო მეტი Android მოწყობილობის შემქმნელი გამოვიდა თავისი სმარტფონებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის გაფართოების დაპირებით, ერთ-ერთი ასეთი კი Samsung-ი გახლდათ, რომელმაც ძალზე დიდი რაოდენობსი სმარტფონების საკმაოდ გრძელვადიანი განახლების პირობა დადო

ამ თამაშში ჯერჯერობით არ იყო Xiaomi, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა. კომპანიამ ახლახანს გამოაცხადა, რომ მომავალი 11T და 11T Pro მიიღებენ Android– ის სამ წლინ განახლებას, ასევე უსაფრთხოების ოთხწლიან დაცვას მათი გამოსვლიდან, რაც ჭორებისა და თიზერების მიხედვით უნდა მოხდეს 15 სექტემბერს ონლაინ ღონისძიების დროს.

Leaked renders of Xiaomi 11T Pro surface ahead of the official launch

დასაფასებელია იმის დანახვა, რომ Xiaomi გასცემს ამ სახის დაპირებას და ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ აღნიშNული სისახლე მომავალში კიდევ ბევრ მოწყობილობაზე გავრცელდება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიის პრესრელიზში კონკრეტულად არის ნახსენები, რომ “სხვა მოწყობილობები ამ დროისთვის არ არის გათვალისწინებული”, ასე რომ ჩვენ ისღა დავგრჩენია დაველოდოთ.

“სმარტფონების უწყვეტი გაუმჯობესებით, მათი სიცოცხლის ციკლი თანდათან იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს არ სჭირდებათ სმარტფონების ხშირად შეცვლა. ამ მიზეზით, მეტი მომხმარებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოპერაციული სისტემის უახლესი განახლებების მიღებას, უახლეს ფუნქციებთან ერთად. ”

Albert Shan, Head of Product & Technology at Xiaomi International

შანმა დასძინა, რომ “Xiaomi-სთვის და მისი გუნდისთვის არ არის მარტივი ამოცანა სისტემისა და უსაფრთხოების განახლებებისა მიწოდება სმარტფონის ყველა წინა მოდელისთვის. თუმცა, ამ გამოწვევის პერსპექტივა და ჩვენი მომხმარებლების სურვილების დაკმაყოფილება საინტერესოა. ერთის მხრივ ჩვენ კიდევ ერთხელ ვასრულებთ Xiaomi– ს ბრენდის დაპირებას მის გლობალურ მომხმარებლებისთვის – მოგაწოდოთ საოცარი პროდუქტები”.


გააზიარე

დაბრუნება Posts