ექსკლუზივი: Google Pixel 6 & 6 Pro-ს წინასწარი შეკვეთები ოფიციალურად 18 ოქტომბრიდან დაიწყება!

დაბრუნება Posts

ექსკლუზივი: Google Pixel 6 & 6 Pro-ს წინასწარი შეკვეთები ოფიციალურად 18 ოქტომბრიდან დაიწყება!


როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ Google– მა უკვე წინასწარ დაანონსა ახალი საკუთარი მომავალი ფლაგმანური სმარტფონების დუეტი Pixel 6 და Pixel 6. კომპაანის თქმით ისინი ყველა დეტალს (ისევე როგორც რეალურ წარდგენას) „მოგვიანებით შემოდგომაზე“ გაგვიმხელენ. თუმცა, როდის იქნება ეს?

თავდაპირველი, ჭორების თანახმად, Google აპირბედა სმარტფონების 13 სექტემბერს წარდგენას ეს მაშინ, როდესაც იგივე კვირას Apple– ის ახალი iPhone–ების გაშვება იგეგემება. ეს Google– ის მხრიდან საკმაოდ ცუდი იდეა ჩანდა, თუმცა რამდენიმე საათის წინ კი, ინსაიდერმა Jon Prosser-მა განაცხადა, რომ სმარტფონების წინასწარი შეკვეთები ოფიციალუარდ 18 ოქტომბირდან დაიწყება ყველა მომხმარებლისათვის კი სმარტფონები ხელმისაწვდომი უკვე 28 ოქტომბერიდან გახდება.

Google Pixel 6 series pre-order and release dates leaked

მართალია, ზემოთ აღნიშნული თარიღები მაინც სრულად არ გამორიცხავს 13 სექტემბრის ღონისძიების შესაძლებლობას მაგრამ სავარაუდოა, რომ Google-ი ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს 18 ოქტომბერს წარადგენს, სადაც უკვე მომხმარებლებს შეეძლებათ წინასწარი შეკვეთების გაკეთებაც, ყოველშემთხვევაში სმარტფონების წარდგენის თარიღმა 18 ოქტომბერს არ უნდა გადააჭარბოს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი ინფორმაციის წყარო ძალიან მტკიცეა, რომ თარიღები ზუსტია – რაც არ უნდა საეჭვოთ ჟღერდეს ისინი.


გააზიარე

დაბრუნება Posts