Samsung-მა შემთხვევით საკუთარი ახალი ფლაგმანური სმარტფონის Galaxy S21 FE ფოტო გამოაქვეყნა

დაბრუნება Posts

Samsung-მა შემთხვევით საკუთარი ახალი ფლაგმანური სმარტფონის Galaxy S21 FE ფოტო გამოაქვეყნა


Samsung– ის Galaxy Unpacked ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარ Instagram ანგარიშზე Galaxy S21 FE-ს ფოტო გამოაქვეყნა. მოწყობილობა გამოჩნდა სკოლის რეკლამაში Galaxy Book ლეპტოპის გვერდით და Galaxy Buds Pro ყურსასმენებთან ერთად.

Samsung Galaxy S21 Fe Instagram Official Leak

რაც შეეხება აღნიშნული სმარტფონის დეტალებს, გავრცელებული ჭორების თანახმად, მისი დებიუტი მიმდინარე წლის ოქტომბერს უნდა ვიხილოთ, რადგან ბაზარზე ჩიფსეტების დეფიციტის გამო სმარტფონის წარდგენა ზაფხულის თვეებში სამწუხაროდ ვერ მოხდა. სავარაუდოდ, მოწყობილობას ექნება 6.4 დიუმიანი Super AMOLED დისპლეი 120Hz განახლების სიჩქარით, Snapdragon 888/Exynos 2100 ჩფპსეტი და 4500 mAh ბატარეა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიამ აღნიშნული პოსტი გამოქვეყნებიდან მხოლოდ 4 საათის შემდეგ წაშალა და ის დიდი ხნის განმავლობაში კვლავ ხელმისაწვდმი იყო სოციალურ ქსელში.


გააზიარე

დაბრუნება Posts