მალე Galaxy Tab S8 სერიის ტაბლეტები მხოლოდ Snapdragon 898 ჩიფსეტით იქნებიან აღჭურვილი

დაბრუნება Posts

მალე Galaxy Tab S8 სერიის ტაბლეტები მხოლოდ Snapdragon 898 ჩიფსეტით იქნებიან აღჭურვილი


როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ ინტერნეტ სივრცეში Galaxy Tab S8- ის სპეციფიკაციების მასიური გაჟონვა მოხდა, რომელიც სამ მოდელს მოიცავდა – სტანდარტულს, S8+ და S8 Ultra. სტანდრატული მოდელი ბოლო გაჟონვის საფუძველზე აღჭურვული იქნება 45W დამუხტვის სისტემით.

ტაბლეტებზე დიდი ბატარეების მიუხედავად, სწრაფი დამუხტვა 40 ან მეტი ვატი საკმაოდ იშვიათია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Galaxy Tab S8 +– ს უნდა ჰქონდეს 10,090 mAh ბატარეა, S8 Ultra– ს 11,500 mAh ბატარეა, სტანდარტულ მოდელს კი ექნება ყველაზე პატარა ბატარეა 8,000 mAh.

Samsung-ის ერთ-ერთი ინსაიდერის Ice universe-ს თქმით, ყოველ შემთხვევაში, Galaxy Tab S8-ს ყველა სერიის ტაბლეტის შემადგენლობაში მხოლოდ Snapdragon 898 იქნება. ალბათ ეს არის დაგვიანებული გაშვების მიზეზი – პირველი ორი Tab S7 მოდელი გამოვიდა ერთი წლის წინ. და 898 გამოსვლის არ არის მოსალოდნელი დეკემბრამდე/იანვრამდე.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ინსაიდერი კონკრეტულად ამბობს, რომ ტაბლეტები არ გამოიყენებენ Samsung– ის საკუთარ ჩიპსეტს – Exynos 2200. როგორც იცით, Exynos 2200 AMD RDNA GPU– ით იქნება აღჭურვილი, რომელიც უნდა იყოს უფრო ძლიერი ვიდრე ახალი Adreno. მეტი გრაფიკული ენერგია მომგებიანი იქნებოდა დიდ ეკრანზე. რასაკვირველია, ამ დროისათვის Exynos არც მზად არის გასაშვებად.

Samsung Galaxy Tab S8 თაობა სავარაუდოდ გამოვა Galaxy S22 ფლაგმანებთან ერთად. აღნიშნული მოწყობილობები კი ყუთიდანვე აღჭურვილი იქნებიან One UI 4-ით.


გააზიარე

დაბრუნება Posts