რას უნდა ველოდოთ Galaxy Unpacked August 2021-ზე?!

დაბრუნება Posts

რას უნდა ველოდოთ Galaxy Unpacked August 2021-ზე?!


Samsung-ის ზაფხულის ღონისძიება უკვე აქ არის! თუმცა წელს სამწუხაროდ ტრადიციულად ვეღარ ვიხილვათ Galaxy Note სერიის სმარტფონებს. მის ნაცვლად კი კომპანია შემოგვთავაზებს ახალ დასაკეც სმარტფონებს – Galaxy Z Fold3- ს, Galaxy Z Flip3- ს, ასევე Wear OS- ით აღჭურვილ Galaxy Watch4 სმარტ საათებს და ახალ Galaxy Buds2- ს.

ღონისძიება თბილისი დროით საღამოს 18:00-საათზე გაიმართება, მისი ნახვა კი Samsung-ის ოფიციალურ YouTube არხზე შეგეძლებათ.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს. ჩვენ ველით, რომ S Pen– ის მხარდაჭერას მიიღებს Galaxy Z Fold3, მაშინაც კი, თუ სმარტფონს ამისათვის არ ექნება სპეციალური სლოტი, მის ნაცვლად გამოიყენებს სპეციალურად შემუშავებულ ქეისს. Galaxy Z Fold3 ასევე იქნება პირველი სამსუნგის სმარტფონი ეკრანქვეშა კამერის ტექნოლოგიით, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს მაქსიმალურად გამოიყენონ სმარტფონის მთავარი ეკრანი.

Galaxy Z Flip3– ს კი იქნება უფრო პატარა ზომის ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ უკანასკნელისგან განსხვავებით სმარტფონის წინა ნაწილზე გაზრდილი იქნება ეკრანი, რომელიც საშუალებას მოგცემთ სმარტფონის გაუშლელად ისარგებლოთ გარკვეული ფუქნციებით.

მას შემდეგ რაც ღონისძიება დასრულდება, ეწვიეთ Review.ge ვებგვერდს, რათა არ გამოგრჩეთ ყველა ის სიახლე, რომელსაც რამდენიმე საათში კომპანია Samsung-ი საკუთარ მომხმარებლებს წარუდგენს.


გააზიარე

დაბრუნება Posts