კომპანია Google-მა Pixel 6 & 6 Pro-ს დიზაინი და ოფიციალური მახასიათებლები გამოაქვეყნა!

დაბრუნება Posts

კომპანია Google-მა Pixel 6 & 6 Pro-ს დიზაინი და ოფიციალური მახასიათებლები გამოაქვეყნა!


2 აგვისტოს, Google– მა ადრეული ინფორმაციები გაავრცელა საკუთარ ფლაგმანურ Pixel 6 და Pixel 6 Pro სმარტფონების შესახებ. როგორც კომპანიისგან შევიტყვთ, სმარტფონების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ახალი პერსონალური პროცესორი, ახალი კამერის სისტემა და დიზაინი გახლავთ.

Google reveals Pixel 6 and Pixel 6 Pro running custom processor

კომპანიის თქმით, Pixel 6 სერიის სმარტფონები აღჭურვილი იქნება Google-ის მიერ შექმნილი Tensor პროცესორით, რომლის შექმნაზეც მათივე თქმით 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ უკანასკნელი კონცეფციით წააგავს A- სერიის პროცესორებს, რომლებიც Apple იყენებს iPhone- ზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ Tensor პროცესორის სპეციფიკაციების შესახებ Google-ს ჯერ არაფერი უთქვამს. ჩვენ ასევე არ ვიცით ვინ აწარმოებს ასევე აღნიშნულ ჩიფსეტს, თუმცა თუ დავუჯერერებთ რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ჭორებს ჩიფსეტს სავარაუდოდ კომპანია Samsung-ი უნდა აწარმოებდეს.

ახალი Pixel 6 სერიის დათიზერებისას, Google-მა საკუთარი ჩიფსეტის უნიკალურობა ახსნა, რაც მათივე თქმით მდგომარეობს იმაში, რომ ამ ჩიპის AI შესაძლებლობები უმაღლეს მწვერალამდეა გაუმჯობესებული/ რაც შედარებისათვის კონკურეტ Exynos და Snapdragon პროცესორებში ამ დროისათვის არ გვხვდება. უკანასკნელი კი იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ ინვესტიცია განახორციელა საკუთარი ჩიფსეტის შესაქმნელად, რათა მას შეეძლოს განახორციელოს თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები, რომელიც აქამდე არ შეეძლო.

Pixel-ის გაგონებისას რა თქმა უნდა თვალწინ პირველ რიგში მათი საუკეთესო კამერის Software წარმოგიდგებათ. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო პერიოდში ის “ვაუ” ეფექტი რაც თავდაპირველად კამერის მხირვ Pixel-ის სმარტფონებს ახასიათებდა დრომ შთანთქა, რადგან ბაზარზე სხვა კომპანიების მიერ მრავალი მუშაობით მიღწევადი და გაუმჯობესებულიც კი იქნა Google-ის კამერის Software სისტემა. თუმცა ამჯერად როგორც იქნა Google-ი დანებებას არ გეგმას. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Pixel 6 აღჭურვილი იქნება ორი მღავარი კამერით, რომელთაგან ერთი სტანდარტული, ხოლო მეორე ულტრა ფართო სენსორი იქნება, მაგრამ Pixel 6 Pro– ს ექნება ასევე მესამე ტელეფოტო კამერა, რომელიც 4x ზუმის შესაძლებლობას მოგვცემს. ამ მომენტისთვის სხვა კამერის სპეციფიკაციები არ არის ჯერ ცნობილი.

Pixel 6 სერიაში გაუმჯობესებული იქნება ასევე ვიდეოს ჩაწერის ფუნქციაც, ვიდეო ბლოგერების თქმით მათ ნახეს Pixel 6-ით გადაღებული ვიდეო, iphone 12 Pro Max-თან შედარებისას კი მათ საკმაოდ შესაჩმნევი გაუმჯობესება დაინახეს ახალ Pixel 6-ში/

ორივე ტელეფონს ასევე აქვს განახლებული ეკრანი. Pixel 6 –ს ექნება 90Hz ეკრანი, ხოლო Pixel 6 Pro– ს აქვს 120 Hz Edge ეკრანი. ორივეს ექნება ერთი კამერის ხვრელი სმარტფონის ზედა ნაწილში.

დიზაინი ასევე საკმაოდ გამორჩეულია წელს. Pixel 6– ს აქვს გლუვი ლითონის ჩარჩო, მინის უკანა მხარეს. Pixel 6 Pro– ს აქვს პრიალა მეტალის ჩარჩო და მინა უკანა მხარეს. ორივე ტელეფონს უკანა მხარეს აქვს ოდნავ რეტრო გარეგნობის კამერა, რომელიც Nexus 6P- ს მოგაგონებთ. ორივე ტელეფონი ასევე გამოვა სამ ფერში, რომელთაგან ზოგიერთ მათგანზე ორი ფერთა ტონის გარეგნობა იქნება.

სულ ეს არის თითქმის ყველაფერი რაც ჩვენ ვიცით ამ ტელეფონების შესახებ. როგორც მიხვდით დღევანდელი უჩეულო წარდგენა უფრო თიზერი იყო, ვიდრე სრულფასოვანი პრეზენტაცია. რაც შეეხება ორივე სმარტფონის გაყიდვაში ჩაშვებას, უნდა ითქვას რომ მანამდე მათი პრეზენტაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში იქნება. გაყიდვები კი სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში მოხდება.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით სმარტფონების რეალური ფასები მაგრამ ველოდებით, რომ ისინი ისეთივე ძვირი იქნება, როგორც სხვა ფლაგმანური ტელეფონები ბაზარზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts