OnePlus Nord 2-ის ტექნიკური მახასიათებლები და გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია!

დაბრუნება Posts

OnePlus Nord 2-ის ტექნიკური მახასიათებლები და გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია!


OnePlus Nord 2 5G– ის რენდერებმა, რომლმაც გასულ თვეში გაჟონა, ნათლად დაგვანახა თუ როგორი იქნებოდა სმარტფონის დიზაინი, რომელიც ახლა უკვე ოფიციალურად დაადასტურა სმარტფონის მწარმოებელმა, რადგან მან რამდენიმე დღის წინ Nord 2 5G– ის თიზერი გამოაქვეყნა სოციალურ მედიაში.

სურათი გვიჩვენებს Nord 2 5G უკანა მხარეს, რომელიც მსგავსია OnePlus 9- ისა. მას აქვს OnePlus- ის ლოგო და ზედა კამერის კუნძული, რომელშიც განთავსებულია სამი კამერა, პირველადი ინფორმაციით დასტურდება, რომ სმარტფონის მთავარი კამერა 50MP Sony IMX7666 სენსორი იქნება OIS მხარდაჭერით.

The OnePlus Nord 2 has an impressive main camera (on paper)

აღსანიშნავია ისიც, რომ უახლეს თიზერში პლაკატი არ გვაჩვენებს Nord 2 5G წინა მხარეს, მაგრამ წინა გაჟონვის შედეგად ვიცით, რომ მას მარცხენა ზედა კუთხეში მცირე კამერის ჭრილი ექნება. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს ისიც, რომ OnePlus- მა დაადასტურა, რომ სმარტფონს ექნება 6.43 ინჩის 90 ჰერციანი AMOLED პანელი, რომელსაც აქვს HDR10 + სერთიფიკატი. თუმცა, კომპანიამ არ გამოავლინა რეზოლუცია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სმარტფონში FullHD + გამოსახულების ეკრანს ვიხილავთ.

OnePlus Nord 2 Price in India Allegedly Leaked Ahead of July 22 Launch,  Expected to Start at Rs. 31,999 | Technology News

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ცნობილია რომ სმარტფონიაღჭურვილი იქნება პერსონალურად შემუშავებული Mediatek Dimensity 1200-ის ჩიფსეტით, სახელწოდებით – Dimensity 1200-AI და Android 11-ზე დაფუძნებულ OxygenOS 11.3-ით. OnePlus ასევე დაჰპირდა მომხარებლებს რომ ახალი სმარტფონი Android– ის ორ მნიშვნელოვან განახლებას და უსაფრთხოების სამწლიან განახლებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ Nord 2-ის გამოსვლა დაგეგმილია 22 ივლისს, სადაც უკვე ყველა შევიტყობთ იმ ყველა მახასიათებლებს, რომლითაც სმარტფონი იქნება აღჭურვილი.


გააზიარე

დაბრუნება Posts