HMD-ის მენეჯერის თქმით, Nokia-ს ახალ ფლაგმანურ სმარტფონს 11 ნოემბერს ვიხილავთ

დაბრუნება Posts

HMD-ის მენეჯერის თქმით, Nokia-ს ახალ ფლაგმანურ სმარტფონს 11 ნოემბერს ვიხილავთ


ბოლოდროინდელი ინფორმაციის მიხედვით ITHome იუწყება, რომ HMD ამზადებს 5G ფლაგმანს, რომელიც ჩინეთში გამოვა 11 ნოემბერს, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არა ჭორი, არამედ ჩინეთში HMD– ს პროდუქტის მენეჯერის Zhang Yucheng– ის მიერ წარმოთქმული ინფორმაციაა.

მას შემდეგ, რაც Nokia 9 PureView– მა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ბაზარზე, უკვე დიდი ინტერესით ყველანი ველოდით 9.1, შემდეგ 9.2 და 9.3 PureView– ს მაგრამ თითოეულ მათგანს მოჰყვა შეფერხებული გაშვების ინფორმაცია. ახლა კი ჭორებიც შეჩერდა.

მაგრამ სამწუხაროთ Yucheng-მა არ შემოგვთავაზა რაიმე დეტალი მოწყობილობის შესახებ და ჩვენ ვერც გადავხედავთ წარსულის გაჟონვას, რადგან ისინი მოიცავს რამდენიმე წლის პროექტებს, რომლებიც არასდროს განხორციელებულა ბოლომდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ტელეფონი შეიძლება არც კი მიჰყვეს დასახელების სქემას “9.3”.

კიდევ ერთი გავრცელებული ინფორმაციით მალე კომანია ახალ სმარტფონს X50-ს წარადგენს, რომელსაც 108 MP მთავარი კამერა და S775 ჩიპსეტი ექნება. სმარტფონი ასევე აღჭურვილი იქნება 6,5 ”1440p + ეკრანით და 120 Hz განახლების სიჩქარით, ხოლო სმარტფონის ბატარეა კი 6,000 mAh მოცულობის იქნება.


გააზიარე

დაბრუნება Posts