კომპანია Xiaomi ახალ Mi Band X-ზე მუშაობს, რომელსაც 360º დასაკეცი ეკრანი ექნება!

დაბრუნება Posts

კომპანია Xiaomi ახალ Mi Band X-ზე მუშაობს, რომელსაც 360º დასაკეცი ეკრანი ექნება!


Xiaomi-ს Mi Band სერია კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და წარმატებული პროდუქტი გახლავთ. თუმცა, კომპანია შესაძლოა გეგმავდეს რაღაც ახალ, საკმაოდ მაღალი დონის სმარტ საათის შექმნას – Mi Band X. სულ რამდენიმე საათის წინ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა პრეზენტაციის ფოტოები, რომელიც თავად კომპანიის ოფისშია გადაღებული, უკანასკნელზე კი ახალი სმარტ საათის რამდენიმე დეტალებია აღწერილი.

დეტალებისთვის გეტყვით, რომ ახალ სმარტ საათს ექნება დრეკადი ეკრანი, რომელიც შემოხვეული იქნება მაჯის გარშემო. მას არ ექნება ბალთა ასე, რომ მას შეუძლია დაფაროს 360º სრულად ხელი. ბალთის მაგივრად მაგნიტი იქნება გამოყენებული მაჯის ირგვლივ შესაკრავად.

სლაიდი გვპირდება, რომ Mi Band X იქნება თხელი და მსუბუქი. ასეთი მოწინავე მოწყობილობა აშკარად არ იქნება იაფი. შედარებისთვის Mi Band 6-ის ფასი 45 ევროდან იწყება. რაც შეეხება კონკრენტს ახალი მოწყობილობის კონკურენტად nubia Watch განიხილება ,თუმცა აღნიშნულ მოწყობილობასაც არ გააჩნია სრულად 360º ეკრანი. უკანასკნელის ღირებულება კი ბაზარზე 220 ევრო გახლავთ. შესაბამისად სავარაუდოა, რომ Mi Band X რამდენჯერმე ძვირი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი Mi band 6 ან nubia Watch.


გააზიარე

დაბრუნება Posts