ყველაფერი რაც Pixel 6 სერიის შესახებ ვიცით

დაბრუნება Posts

ყველაფერი რაც Pixel 6 სერიის შესახებ ვიცით


ინტერნეტ სივრეცში უკვე რამოდენიმეჯერ ვნახეთ მომავალი Google Pixel 6 -ის არაორდინალური (შესაძლოა Nexus 6P- ის დიზაინისთვისაც მიგემსგავსებინათ) შემუშავებული დიზაინი. რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელ Twitter-ზე Ice Universe– მა გამოაქვეყნა ტელეფონის გამჭვირვალე პლასტიკური ქეისის ფოტოები, რომელიც გვთავაზობს პირველ რეალურ შესაძლებლობას, თუ როგორი ტიპის კორპუსი ექნება სმარტფონს.

როგორც ხედავთ კამერის განლეგბა მართკუთხა ზომისაა, ორი დახრილი გვერდით. ჭორების თანახმად, ტელეფონის ზომაა 8.9 მმ სისქე, ხოლო კამერის მოდული 11,8 მმ-მდე აიწევს.

მართალია, კორპუსის თავზე არის მცირე პორტი და მაცდური იქნება ვიფიქროთ, რომ ეს არის 3,5 მმ-იანი ყურსასმენის ბუდე, მაგრამ ეს ალბათ, მხოლოდ პატარა პორტია ზედა მიკროფონისთვის, რადგან Google უკვე რამდენიმე წელია რაც ფლაგმანურ სმარტფონებში 3,5მმ ჯეკს აღარ იყენებს.

სავარაუდოდ, Pixel 6– ს აქვს სტერეო დინამიკებიც, რადგან ქვედა ნაწილში შეგიძლიათ იხილოთ დინამიკის ცხაურის ორი ღიობი. როგორც იცით, Google- ის მომავალი ფლაგმანის სავარაუდო მახასიათებლების შესახებ ბევრი რამ მოვისმინეთ. გთავაზობთ მოკლე რეზიუმეს: სმარტფონი აღჭურვილი იქნება 5 ნმ-იანი ჩიპით (“Whitechapel”), Snapdragon 870 მსგავსი შესრულებით, მაგრამ უფრო ძლიერი NPU და ISP-ით, რომ გაუმკლავდეს ფოტოს სწრაფ და მარტივ დამუშავებას. სმარტფონის მთავარი კამერა იქნება 50 MP, მეორე 8 MP ტელეფოტო (5x ზუმით), ხოლო მესამე ულტრა ფართე ლინზით აღჭურვ კამერას შევხვდებით.


გააზიარე

დაბრუნება Posts