24 ივნისს კომპანია Microsoft-ი ახალ ოპერაციულ სისტემას – Windows 11-ს წარადგენს

დაბრუნება Posts

24 ივნისს კომპანია Microsoft-ი ახალ ოპერაციულ სისტემას – Windows 11-ს წარადგენს


Microsoft უკვე თვეებია რაც მუშაობს “მომავალი თაობის” ოპერაციულ სისტემაზე, მაგრამ ახალი მინიშნებები იმაზე მეტყველებს, რომ კომპანია არა მხოლოდ არსებული Windows 10-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, არამედ ოპერაციული სისტემის ახალ, დანომრილ ვერსიას: Windows 11-ის წარდგენისთვის ემზადება!

პროგრამულმა გიგანტმა რამდენიმე დღის წინ, 24 ივნისისთვის დაანონსა Windows- ის ახალი ღონისძიება, რადგან მათივე თქმით კომპანია აღნიშნულ კონფერენციაზე გაგვაცნობს”რა არის Windows- ის შემდეგი ვერისა”. Microsoft-მა ასევე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც Windows– ის ახალ ლოგოს ჰგავს, სადაც შუქი ანათებს ფანჯრიდან მხოლოდ ორ ვერტიკალურ ზოლში, ქმნის მონახაზს, რომელიც ჰგავს ნომერ 11 – ს.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Windows 11-ის წარდგენა დაგეგმილია 24 ივნისს, თბილისის დროით საღამოს 19:00-ზე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღონისძიების დაანონსების შემდეგ, Microsoft- ის ვიცე პრეზიდენტმა იუსუფ მეჰდიმ განაცხადა, რომ “Windows 95-ის შემდეგ Windows ასეთი ახალი ვერსიის მასშტაბური განახლება არასდროს უნახავს!” ხაზგასასმელია ისიც, რომ პირველად გვესმის, რომ Microsoft-ი სპეციალურად ახსენებდეს Windows- ის “ახალ ვერსიას”.

რაც შეეხება ახალი ოპერაციული სისტემის გაშვების დროს. სავარაუდოა, რომ რა თქმა უნდა პირველად Windows 11-ის ბეტა ვერსია ხელმისაწვდომი გახდება დეველოპერებისათვის, ხოლო შემდგომ კი ოქტომბირს ან ნოემბრის თვეში მომხმარებლები ოპერაციულ სისტემას უფასოდ მიიღებენ განახლების სახით.


გააზიარე

დაბრუნება Posts