iPhone 13 სერიისთვის განკუთვნილი Samsung–ის 120Hz LTPO OLED ეკრანების მასიური დამზადება უკვე დაწყებულია

დაბრუნება Posts

iPhone 13 სერიისთვის განკუთვნილი Samsung–ის 120Hz LTPO OLED ეკრანების მასიური დამზადება უკვე დაწყებულია


Samsung საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო Apple– ისთვის ეკრანების მთავარი მიმწოდებელი და ამ სფეროში კორეული გიგანტის ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით, Apple-მა კიდევ ერთხელ შეძლო შეკვეთა დაახლოებით 80 მილიონი ერთეული, რომელიც განკუთვილი იქნება მომავალი iPhone 13 სერიისათვის.

Is Samsung Display to blame for iPhone X's screen defect? - Science & Tech  - The Jakarta Post

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით სწრაფი და ენერგოეფექტური LPTO OLED ტიპის ეკრანები მხოლოდ გამოყენებული იქნება მაღალი კლასის iPhone 13-ის მოდელებში. ხოლო LG და BOE შეავსებენ iPhone 13 და 13 mini OLED ეკრანების დანარჩენ შეკვეთებს. საიდანაც სავარაუდოდ, LG Display– ში შეკევთის რიცხვი 30 მილიონ ერთულს შეადგენს.

მაგრამ რადგან iPhone 12-ის სმარტფონების წარმოება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობავში არ შეწყდება OLED პანელების საჭიროება ჯერ ისევ არ შეყწდება. შესაბამისად, ამ წლის ბოლოს Samsung განახორციელებს 120 მილიონ OLED ეკრანის, LG Display უზრუნველყოფს 50 მილიონ ეკრანის, ხოლო BOE საბოლოო 9 მილიონი ეკრანის მიწოდებას Apple-ისთვის.


გააზიარე

დაბრუნება Posts