PS5-ის DualSense კონტროლერს ორი ახალი შავი და წითელი ფერი შეემატა

დაბრუნება Posts

PS5-ის DualSense კონტროლერს ორი ახალი შავი და წითელი ფერი შეემატა


PlayStation DualSense კონტროლერი მალე ორი ახალი ფერით აღიჭურვება! კომპანიის თქმით, ახალი ფერები შექმნილია “გალაქტიკის” თემის გარშემო. Midnight Black ვერსიას აქვს შავი ფერის ორი დახვეწილად განსხვავებული ჩრდილები, ღია ნაცრისფერი დეტალებით, რომ “ასახავდეს თუ როგორ ვუყურებთ სივრცეს ღამის ცაზე”. Cosmic Red ვერსია გამოირჩევა უფრო მკაფიო ორტონიანი იერით და “შთაგონებულია წითელი უნიკალური მკვეთრი ჩრდილებით, რომელიც მთელ კოსმოსში გვხვდება”.

ორივე კონტროლერს აქვს ღილაკების შესატყვისი დიზაინი, შავი ვარიანტზე გაშავებული კლავიშებით და წითელ ვარიანტზე წითელი კლავიშები. ორივე ფერს ასევე აქვს დახვეწილი ლურჯი ელფერი, რომელიც შექმნილია ორიგინალ თეთრ DualSense კონტროლერის მსგავსად, რომელსაც ასევე აქვს ეს ელფერი.

Sony-ის ახალი შავი და წითელი ფერის ახალ ვარიანტები PS5 DualSense კონტროლერისთვის გლობალურად ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი თვიდან. ზუსტი თარიღები კი რაღა თქმა უნდა განსხვავდება რეგიონის მიხედვით.


გააზიარე

დაბრუნება Posts